ირაკლი კობახიძე – სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა – ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ნაბიჯს შეიძლება ჰქონდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზანი. მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას, „სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ხელი გავუწოდეთ, […]
პრემიერი ელენე ხოშტარიაზე – თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები

ის არის ადამიანი, რომელსაც თავი მოაქვს, როგორც მთავარ ანტირუსს ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მიუღებელია ყველაფერი რუსული და ამ დროს რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან მას ერიცხება კონკრეტული თანხები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან და ამაზე თავისი დასკვნები ქართულმა საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა […]
ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე – 26 ოქტომბერს ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ – ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ღირსებით ევროპაში და არა ცალ ფეხზე

26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“, ანუ ქართული საზოგადოება, ერი და ბერი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მართლები ვართ. მართლები ვართ, ამ ქვეყანასთან, ჩვენს კულტურასთან, ტრადიციასთან, ჩვენს ახალგაზრდობასთან, მთლიანად ქართველ ერთან – ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ღირსებით ევროპაში და არა ცალ ფეხზე. ჩვენი არჩევანი არის ღირსებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და არა პატრონების კარნახით, ცალ ფეხზე, რისკენაც მოგვიწოდებენ. 26 ოქტომბერი […]
ნინო ლაცაბიძე – რუსთავში არსებული გამოწვევების დაძლევასთან ერთად, ქალაქი დღეს სწორედ იმ ეტაპზეა, როდესაც საკუთარი იდენტობის მახასიათებელი სიმბოლოების ქონა გახდა საჭირო

„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – რუსთავის მერიამ ქალაქის ბრენდირება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მაიდენტიფიცირებელი ახალი ფერთა გამის, ლოგოტიპის და სლოგანისგან შემდგარი ბრენდბუქის პრეზენტაცია, საზოგადოებას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი […]
პარლამენტში საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის თაობაზე თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის – „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები” ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიმართა. „ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ის მთავარი მიმართულებაა, რაც გამოარჩევს სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს იყოს მზრუნველი საკუთარი მოქალაქის მიმართ. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოებში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, თამარ ლომინაძე და თამარ წერეთელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) ზურაბ გუდავაძე და სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიკა ზვიადაძე და ნინო ჟიჟილაშვილი უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჰონკ კონგის ჩუ ჰაის კოლეჯის (Hong Kong Chu Hai College) პროფესორს, ოლექსანდრ როგაჩის (Oleksandr Rogach) და ასოცოცირებულ პროფესორს, ოლექსანდრ პიდჩოსას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ […]
კობახიძე სანქციებზე: არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გარკვეულმა ძალებმა მიიღეს

მე არ მჯერა, რომ [ჯო] ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის მიღებული არ იქნება.
კობახიძე სანქციებზე: ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ახალ სანქციებს “არასერიოზულსა” და “სამწუხარო” მოვლენებს უწოდებს. იგი აგრძელებს ქართული ოცნების ნარატივს და ამბობს, რომ ეს არჩევნებში ჩარევის მცდელობა შეიძლება იყოს. “ეს არის სრულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. თქვენ იცით, რომ ხელი გავუწოდეთ პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და თქვენ […]
„თუ ხელისუფლება და ბიზნესი ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნებას შევძლებთ, შედეგად მივიღებთ ბევრად ძლიერ კომპანიებს“ – სოსო ფხაკაძე

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, აბსოლუტურად ბუნებრივი ფორმით ბიზნესი და ხელისუფლება ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისივე თქმით, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება და ა.შ. არის წინაპირობა იმისა, რომ გააქტიურდნენ ეკონომიკური სუბიექტები და მეორე მხრივ, ბიზნესი და ბიზნესის აქტივობის აქსელერაცია მოაქვს საბოლოო შედეგად. „ჩვენი ხელისუფლებაც ხშირად ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და ბიზნესი შევძლებთ, რომ […]
ორბელიანების სასახლეში „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ შეხვედრა 18:00 საათამდე გადაიდო

ორბელიანების სასახლეში 15:00 საათზე დანიშნული ორი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა გიორგი გახარიას ინიციატივით, 18:00 საათამდე გადაიდო. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ ითვალისწინებს მამუკა ხაზარაძის თხოვნას და ამიტომ ორბელიანების სასახლეში შეხვედრა რამდენიმე საათით გადაიდება. ხაზარაძემ კი მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გამოთქვა. „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება“, […]