რომან გოცირიძე: სად ჩაურიცხავს შსს [“ხარებას”] ხელფასს?

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ 16 სექტემბერს დაწესებული ფინანსური სანქციები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი თავსატეხია, ვინაიდან ის შსს-ის ორ მოქმედ თანამშრომელს ეხება, რომლებიც სახელმწიფოსგან ხელფასს იღებენ. „ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ […]

რუსული კანონის რეესტრში არ რეგისტრირდება “სახელოვნებო კომპანია” ღია სივრცე

სახელოვნებო კომპანია “ღია სივრცე”, უარს ამბობს რუსული კანონის შესაბამისად უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციად დარეგისტრირებაზე. ამის შესახებ მულტიფუნქციურმა სახელოვნებო სივრცემ განცხადება თავად გაავრცელა. როგორც მათ აღნიშნეს, თუ “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური კანონი, “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ძალაში დარჩება, ღია სივრცე არსებობას ვერ გააგრძელებს. “ღია სივრცე” არის არასამთავრობო არაკომერციული იურიდიული პირი და […]

„მასხრობას დაემსგავსა ეს სანქცირება უკვე“- დაჩი ბერაია

უმრავლესობის წევრი, დაჩი ბერაია აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე: „მასხრობას დაემსგავსა ეს სანქცირება უკვე. რას ნიშნავს აბა ეხლა ეს, 60 კაცს ვასანქცირებ და 4 გვარს ვამბობ მხოლოდ. რანაირი მიდგომაა ეს? ასანქცირებენ ადამიანს და სახელს და გვარსაც კი არ ეუბნებიან. ალბათ, არც დასანქცირებულმა პირებმა არ იციან იმის შესახებ, რომ დასანქცირებულები არიან. არასერიოზული მიდგომაა უკვე. როგორც ვიძახდი, ისინი […]

18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: თეგები: გარემოს ეროვნული სააგენტო

,,ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას… თუმცა…” – გიორგი გახარიას პასუხი

გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პოსტს ეხმაურება: ,,ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება.” თეგები: გიორგი გახარიამამუკა ხაზარაძე

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროენერგეტიკის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს რეგისტრაცია სასწავლო კურსზე – “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების პრინციპები”. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებსა და არსებულ სიახლეებს, გაეცნობიან ელექტროენერგეტიკული სექტორის ძირითადი პარამეტრებს, ტიპოლოგიასა და სუბიექტებს, ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს, საქმიანობის ავტორიზაციას, ელექტროენერგეტიკის ბაზრებსა და სატარიფო რეგულირების პრინციპებს. ასევე, გაეცნობიან რა არის […]

ირაკლი კობახიძე – როდესაც მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ – ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ

იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. „მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ […]

ირაკლი კობახიძე მიხაილ როთზე – ასეთი პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდში არიან საჩუქარი მმართველი გუნდისთვის – თქვენ იცით, როგორია ამ კაცის რეპუტაცია

ასეთი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას. მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია მიხაილ როთის რეპუტაცია. „ასეთი პოლიტიკოსები არიან საჩუქარი წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდისთვის. თქვენ იცით, როგორია ამ კაცის {მიხაილ როთი} […]

პროკურორის ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა

ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლემ, მარიამ იაშვილმა ბრალი აღიარა. აღნიშნულის შესახებ დახურული სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ანა ხახანიშვილმა განაცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, ბრალდებულმა მტკიცებულებები უდავოდ ცნო. დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია უჩა აბაშიძე. ცნობისთვის, უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ […]

პრემიერი – მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს, ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს. „მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების […]