ამ ტიპის სანქციები კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს – იურისტი

ამ ტიპის სანქციები კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს – ამის შესახებ იურიდიული კომპანია BLB-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ „კომერსანტთან“, აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური სანქციების გამოყენებას პირდაპირი გავლენა ექნება კაპიტალურ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაურთულებს ქართულ კომპანიებს თანხის მოზიდვის შესაძლებლობებს. „საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთაშორისო […]
ირაკლი კუპრაძე ხაზარაძე-გახარიას შეხვედრაზე – მნიშვნელოვანი იყო, არსებობდეს მონახაზი, თანამშრომლობის რა შესაძლებლობა არსებობს – თუ ეს შესაძლებლობა იარსებებს, კოალიციის შექმნისკენ იქნება მიმართული

მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეხვედრის შესახებ კონკრეტულ საკითხებს ვერ მოგახსენებთ, მოლოდინზეც ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩანდეს „ძლიერი საქართველოს“ მხრიდა,ნ არის ის მზაობა, რომელიც გამოხატულია მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომ ეს კონტაქტი და კომუნიკაცია შემდგარიყო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი განმარტებით, გახარია-ხაზარაძეს შორის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. „კოალიცია […]
ბრიტანეთის საელჩო – „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის’’ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. სალჩომ მწუხარება გამოთქვა, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით, რომ ის სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი […]
მიხაილ როთი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები გაიმარჯვებს

მმართველი პარტიის ცილისმწამებლური კამპანიის მიუხედავად, ჩემთან დისკუსიისა და კამათის ინტერესი დიდია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ში წერს. „დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფლება, დემოკრატია და ევროპული ღირებულებები“, – წერს როთი და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ გამართული შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. შეგახსენებთ, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში […]
ლაშა ტყეშელაძე ზურაბ აბაევის საქმეზე – სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ვთხოვ, ნუ უნთებს მწვანე შუქს მოძალადე პოლიციელებს – არიან მოწმეები, არსებობს კადრები, თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ვინ სცემა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან ვთხოვ, ნუ უნთებს მწვანე შუქს მოძალადე პოლიციელებს – არიან მოწმეები, არსებობს კადრები, თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ვინ სცემა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტყეშელაძე მოითხოვს, თანამდებობიდან გაათავისუფლონ ის პოლიციელები, რომლებმაც 16 სექტემბერს ენმ-ს […]
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ბაღებით სარგებლობას შეძლებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წინწყაროსა და ფარცხისში, ახალი სასწავლო წლიდან, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ბაღებით შეძლებენ სარგებლობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილესთან, გიორგი ციბაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, გოდერძი ჩანქსელიანთან, მერთან […]
კობახიძემ აშშ-ის სანქციები არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და “ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა”. 16 სექტემბერს აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, […]
მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა ბოლო პლენარული სხდომა გამართა. რეგლამენტის თანახმად, არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. პარლამენტი არჩევნებამდე მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეიკრიბოს. 17 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 40-მდე კანონპროექტი და კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა. ბოლო სხდომაზე მან მიიღო ლგბტ უფლებების შემზღუდავი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის […]
გირჩმა საბოლოო საარჩევნო სია გამოაქვეყნა

პარტია გირჩმა პრაიმერიზის შედეგად, საბოლოო საარჩევნო სია გამოაქვეყნა. პარტიის განცხადებით, პრაიმერიზი 15:00 საათზე დასრულდა და სიაც დაკომპლექტებულია. გირჩის სიის წევრების ვინაობა ასეთია: 1. იაგო ხვიჩია 2. სანდრო რაქვიაშვილი 3. ვახო მეგრელიშვილი 4. ჰერმან საბო 5. გიორგი ჭაუჭიძე 6. ლევან ჯგერენაია 7. მალხაზ ჭანია 8. ეკა ონიანი 9. უჩა ბარბაქაძე 10. რუსკა აბუაშვილი 11. ნიკა ნადირაძე […]
„გავლენა ექნება ყველა მოქალაქეზე“ — UK შეშფოთებულია ცენზურის კანონის მიღებით

გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო. „ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე“, — ნათქვამია საქართველოში […]