საბანკო ასოციაცია – საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს

საქართველოს საბანკო სისტემა დაიცავს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს საბანკო ასოციაციაში განუცხადეს. როგორც ასოციაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 პირის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნეს, ქართული ბანკები გადაწყვეტილებას საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით მიიღებენ. „საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ […]

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთსა და ავსტრიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სამხრეთ პოლონეთში მოქალაქეების მხარდასაჭერად 5 000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ნიზაში წყლის დონემ კლება დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. ამასთან, მდინარე დუნაის ადიდების გამო, სლოვაკეთის დედაქალაქი […]

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა

დასუფთავების კვირეულთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიიღეს. „დასუფთავების აქციები მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ გარემოს ნარჩენების ასეთ რეკრეაციულ […]

“ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს” – ბრიტანეთის საელჩო ჰომოფობიურ კანონზე

ბრიტანეთის საელჩო პროპაგანდისტული, ჰომოფობიური კანონის დამტკიცებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. “დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა […]

,,შემდეგ გამოსვლაში ბიძინა იტყვის…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,შემდეგ გამოსვლაში ბიძინა იტყვის – ბოდიში, ბოდიშზე რომ ვსაუბრობდი მაშინ გამომრჩა და თრუსოს ხეობაც უნდა დავუბრუნოთო…”

როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, აშშ-თან ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, ეს მოხდება მომავალი წლიდან

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ურთიერთობები გადაიტვირთება და ვფიქრობთ, რომ ეს მოხდება მომავალი წლიდან. შესაბამისად, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იქნება ჯანსაღი კომუნიკაცია პარტნიორებთან, […]

ანალენა ბერბოკი – ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს

ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. „ყველაფერი, რასაც უკრაინის მხარდასაჭერად ვაკეთებთ, ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს. აშკარაა ის, თუ რა არის აქ ხალხის ყველაზე დიდი საზრუნავი: თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ქვეყანა მოლდოვა იქნება“, – განაცხადა ანალენა […]

WSJ: რუსეთისა და უკრაინის დაღუპულ და დაჭრილ სამხედროთა საერთო რაოდენობა მილიონს აღწევს

რუსეთისა და უკრაინის სამხედროების ჯამური დანაკარგები 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შეიძლება მილიონს აჭარბებდეს. შეფასებას The Wall Street Journal-ი ავრცელებს. გამოცემა ეფუძნება არაოფიციალურ გათვლებს, მათ შორის დასავლურ დაზვერვას. WSJ-ის შეფასებით, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა 80 ათასს აღწევს, რუსებისა დაახლოებით 200 ათასამდეა. უკრაინის არმიაში დაიჭრა დაახლოებით 400 ათასი ადამიანი, ამდენივე – რუსეთის არმიაში. რუსეთის არმიისთვის […]

სახაზინო დეპარტამენტის სანქცირების ზომები დღეს განხორციელდა აღმასრულებელი ბრძანების ნომერი 13818-ის შესაბამისად – აშშ-ს განცხადება

აშშ-ის საელჩო საქართველოში, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების სრულ ტექსტს აქვეყნებს: ,,შეერთებული შტატები დღეს აწესებს ანგარიშვალდებულების დაცვის ზომების ფართო სპექტრს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს დემოკრატია და ქართველი ხალხის ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს […]

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას“ – როგორ უნდა აღასრულონ ბანკებმა სანქციები?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე, აშშ-ის ფინანსური სანქციების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბანკები ამ საგამონაკლისო წესის მიუხედავად, საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ. „ყველა უნდა დაემორჩილოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ეს ძალიან მარტივი რამაა, რაც შემიძლია […]