რუსული „როსატომი“ საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს

რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ საქართველოსა და სომხეთში მცირე ჰესების მშენებლობას განიხილავს. ამის შესახებ „როსატომ სერვისის“ (როსატომის ელექტროენერგიის განყოფილება) გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა სააგენტო „ტასს“ განუცხადა. „მიზნად დავისახეთ 10 მგვტ-მდე მცირე ჰიდროელექტროსადგურების აშენება რუსეთის ყველა რეგიონში, სადაც საჭიროა და არის მდინარეები. საზღვარგარეთ ჯერ გაფორმებულია ერთი კონტრაქტი ყირგიზეთთან, მაგრამ ახლა ჩვენ განვიხილავთ კიდევ ერთი სადგურის მშენებლობას. ჩვენს […]

ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ცხინვალი კობახიძის პოზიციითაა უკმაყოფილო

ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ქართულ-ოსური ურთიერთობების თემა, ასე თუ ისე, გამოყენებული იქნება შიდა პოლიტიკურ საარჩევნო ბრძოლაში. “როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, რომ ოსი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობა იდგა 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ […]

საქართველოში British Airways შემოდის

2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – ‘’British Airways” შემოდის. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. “ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება”, – აცხადებენ […]

Biletebi.ge განახლდა

Biletebi.ge სრულიად ახალი პლატფორმითა და ბრენდინგით გამოჩნდა. განახლებული პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ბილეთების შეძენის ძალიან მარტივ ფუნქციონალს, ორგანიზატორებს კი ღონისძიებების მართვის სრულიად ახლებურ სისტემას. ახალმა გუნდმა ბილეთების ყიდვის პროცესი სრულად გადაიაზრა და შექმნა გამოცდილება, რომელიც ყველაზე ინტუიტიურია. ახალი ვებგვერდი გამოირჩევა თანამედროვე, მომხმარებლისთვის მარტივი ინტერფეისითა და სისტემით. პლატფორმა არამხოლოდ ვიზუალურად, ტექნიკურადაც შეიცვალა: რიგის კომპლექსური სისტემებისა და დარბაზის […]

რომან გოცირიძე – ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? – ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და ჩააბარებს – „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა!

ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ან ევროკავშირს რით უნდა დაემუქროს? – ემუქრება იმით, რომ საქართველოს, რომელიც მძევლად ჰყავს აყვანილი, რუსეთისკენ წაიყვანს და რუსეთს ჩააბარებს – „ქართულმა ოცნებამ“ ადეკვატურობა დაკარგა! – ასე ეხმაურება პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას გოცირიძის შეფასებით, პრემიერის გუშინდელი განცხადება დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივია. გოცირიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარლამენტის ვიცე სპიკერ – არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის სოფლების: ასკანისა და მთისპირის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა განხორციელებული პროექტები – სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით: მოეწყო შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სხვადასხვა უბანში მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება, დამატებით კიდევ მოეწყობა შიდა […]

ლადო პაპავა – სებ-ის მიერ სანქციათა რეჟიმების აღსრულების წესში გასულ წელს შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სანქციების მოქმედებას ეჭვქვეშ არ აყენებს

საქართველოს საბანკო სისტემა მკაცრად იცავს სანქციებს და აქედან გამომდინარე არ ყოფილა რაიმე პრეცედენტი, თუნდაც რაიმე შეცდომა ან გადაცდომა დაშვებული ამ კუთხით, – აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა. მისი თქმით, თუ რაიმე საფრთხე შეიქმნება, ამაზე რეაქცია ექნებათ როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, მეგობარ სახელმწიფოებს. „აქამდე ასე მოვედით და მჯერა, რომ მომავალშიც საქართველო ერთგული დარჩება […]

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლადო-ალექსი მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ინფორმაციას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს. დელეგატის თქმით, მოსახლეობა გუნდის სამომავლო გეგმებს გაეცნო, ასევე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პარტიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე […]

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნატახტრისა და მისაქციელის მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. დელეგატის თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი […]

თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, თეიმურაზ ხომერიკმა პოლონეთის ქალაქ კარპაჩში გამართულ 33-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას თეიმურაზ ხომერიკმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის ძალისხმევაზე, ქვეყანაში ინოვაციური სისტემების დანერგვის საქმეში. მან ისაუბრა ციფრული ლარისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტებზე, რომელთა მიზანია არა მხოლოდ […]