„ქართული ოცნების“ დელეგატი დავით შერაზადიშვილი – ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა
ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა განაცხადა, რომელიც თეთრიწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ის თეთრიწყაროს რაიონის სოფლების: კოდის, მუხათის, დევნილთა და ფაბრიკის დასახლებების მოქალაქეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ასევე შეაჯამა სოფლებში აქამდე განხორციელებული პროექტები. ისაუბრეს […]
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გადადო. როგორც რუსულ სააგენტო „ტასს“ საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა განუცხადა, კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო. „ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად ნახსენები იყო მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა კონსულტაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა მოჟინმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რუსეთთან […]
რაულის რეკორდი გაუმჯობესებულია – ენდრიკი “რეალის” ისტორიაში შევიდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში “რეალმა” “შტუტგარტს” საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია. მატჩის საბოლოო შედეგი 95-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა ენდრიკა დააფიქსირა, რომელიც ამ გოლით ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული გუნდის რეკორდსმენი გახდა. ენდრიკმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 18 წლისა და 58 დღის ასაკში გაიტანა, რითაც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც “ბლანკოსის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე შეუგდია. აქამდე რეკორდი […]
ეროვნული ბანკი განმარტავს, რა შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა აღსრულების რეჟიმი
საქართველოს ეროვნული ბანკი განმარტავს, რა შემთხვევაში ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე სანქციათააღსრულების რეჟიმი და აცხადებს, რომ „ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით“. ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება მაშინ, „თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. მათივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი […]
თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია
საქართველოში ავიაკომპანია British Airways შემოდის – ლონდონსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება
2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი – British Airways შემოდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს დედაქალაქები დაუკავშირდებიან. ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში […]
ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს გმირებად, ხოლო ოსებს მკვლელებად თვლის, საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულად გაგებაა
ბატონი კობახიძის პოზიცია, რომელიც თავის თანამემამულეებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას ებრძოდნენ, გმირებად, ხოლო ოსებს, რომლებიც თავიანთ მიწას იცავდნენ, მკვლელებად თვლის, სრულად შეესაბამება საქართველოში არსებული რეალური მდგომარეობის დამახინჯებულ გაგებას, – ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში, მმართველი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, 2008 წლის აგვისტოში […]
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო პროფკავშირების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ლუკა ტრიანგლის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა შრომის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მინიმალურ ხელფასზე, უმუშევართა შემწეობაზე, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური ხელშეკრულებების კიდევ უფრო მეტად წახალისებასა და ღირსეული სამუშაო […]
ნინო ფოჩხუა ჯეფრი საქსის განცხადებაზე-უკვე ამერიკელებმაც დაიწყეს “ომის პარტიის” აქტორების მხილება- აი ასე, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და როცა ეს აღსრულდება ყველაფერი დაწყნარდება
ნინო ფოჩხუა ჯეფრი საქსის განცხადებაზე-უკვე ამერიკელებმაც დაიწყეს “ომის პარტიის” აქტორების მხილება- აი ასე, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და როცა ეს აღსრულდება ყველაფერი დაწყნარდება ექსპერტი ნინო ფოჩხუა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომისტ ჯეფრი საქსის განცხადებას ეხმიანება, რომელიც თავის მხრივ თავის კოლეგა ვიქტორია ნულანდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ნულანდი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის ყველა პრეზიდენტის […]
აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს შსს-მ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა
საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა საერთაშორისო თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ იურისტმა დიმიტრი ნოზაძემ, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც მიგრაციის დეპარტამენტის პასუხი ოფიციალურად ჩაჰბარდებათ, სასამართლოს მიმართავენ. „[აფგან სადიგოვს] ციხეში მიუვიდა პასუხი აზერბაიჯანულ ენაზე. ჯერ ქართულენოვანი წერილი არ ჩაგვბარებია. […]