არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. შეგახსენებთ, რომ თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 12:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქსოვრისი, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში; 12:05-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ტიხონოვის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 19:00 საათამდე […]

გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს პალესტინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელისგან მოითხოვს, შეწყვიტოს პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია 12 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სანქციებით ემუქრება. კერძოდ, რეზოლუცია, რომელიც არასავალდებულო დოკუმენტია, მოითხოვს პალესტინის ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას, მიტაცებული მიწებისა და ქონების დაბრუნებას და დევნილი პალესტინელების დაბრუნების შესაძლებლობას. დოკუმენტს მხარი 124-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგი იყო, ხოლო 43-მა […]

იოავ გალანტი – ომის ახალი ფაზა იწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის. “რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში”, – აღნიშნა გალანტმა. მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ. „სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“, – აღნიშნა გალანტმა. ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის […]

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ლიბანში “ჰეზბოლას” მებრძოლების უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაიჭრა 450-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთი აფეთქება იმ 12 ადამიანის დაკრძალვის დროს მოხდა, რომლებიც მანამდე „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერების აფეთქებისას დაიღუპნენ. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას, შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს

“რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის უკრაინის ლიდერს, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ჩადის, კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა : „ალბათ, დიახ“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის სამშვიდობო გეგმის წარდგენას […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული – ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, გეგმის საჭირო დანართები დამუშავებულია. ახლა ყველაზე მთავარია სიმტცკიცე მისი განხორციელებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, არ არსებობს და არ შეიძლება იყოს მშვიდობის ალტერნატივა, ომის გაყინვა ან […]

,, თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ გაიმართება წელში მოსახლეობა?” – ლადო სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი: ,,მეგობრებო, ოცნების გაზულუქებულ ჩინოვნიკებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს რომ დავაბრუნებინოთ 12 წლის განმავლობაში წაღებულ-მოპარული ფული, თქვენ წარმოგიდგენიათ როგორ გაიმართება წელში მოსახლეობა? – აღარც სწავლა იქნება ფასიანი, აღარც მკურნალობა! აღარც მშიერი ბავშვი ივლის და აღარც უსახლკარო იარსებებს! კომუნალურებიც შეგვიმცირდება… – მოკლედ ოცნებამ უნდა დააბრუნოს მითვისებული ფული ან 😉 ძალითა ჩვენით!”

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: “სლოვანი” გლაზგოში განადგურდა – პსჟ-მა “ჟირონას” ძლივს მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს კიდევ 4 მატჩი გაიმართა. „სლოვანი“ შოტლანდიაში „სელტიკთან“ 1:5 დამარცხდა. ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ტურნირზე შემდეგ მატჩს „სლოვანი“ 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგა. I ტური: აზაროვის გარეშე – “შახტარი” სტუმრად “ბოლონიას” ფრედ ეთამაშა