“ტორპედოს” თავურები და სამი ქულა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი მატჩი გაიმართა. მე-20 ტურიდან გადადებული შეხვედრა: ქუთაისის “ტორპედომ” შინ თბილისის “იბერია 1999”-ს მოუგო… ტორპედო 2:1 იბერია 1999 მატჩი 11 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა “იბერია 1999”-ს კონფერენციის ლიგის თამაში უწევდა, მჭიდრო კალენდარი ჰქონდა და “ტორპედოც” ამ ამბავს გაგებით მოეკიდა, ანუ გადადებას დათანხმდა. ორივე გუნდს 45-45 ქულა ჰქონდა და ლიდერ გორის “დილას” სამი […]

სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმაურება ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას. ამის შესახებ ის განცხადებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, მომხდარი ფაქტით დასტურდება, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს. “მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს […]

პუტინმა განკარგულება გასცა, ხელი მოეწეროს ირანთან პარტნიორობის ხელშეკრულებას

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება ოთხშაბათს გამოქვეყნდა. ნათქვამია, რომ პუტინი მიზანშეწონილად მიიჩნევს ასეთი შეთანხმების ხელმოწერას უმაღლეს დონეზე. თუმცა, შეთანხმების პროექტის ტექსტი არ გამოქვეყნებულა. ზუსტად იმავე ფორმულირებით – ოღონდ ირანის ნაცვლად კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ხსენებით – ბრძანება გამოქვეყნდა ვლადიმირ პუტინის […]

ჩემპიონთა ლიგა. I ტური: “სლოვანი” გლაზგოში განადგურდა – პსჟ-მა “ჟირონას” ძლივს მოუგო

„სლოვანი“ შოტლანდიაში „სელტიკთან“ 1:5 დამარცხდა. ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ტურნირზე შემდეგ მატჩს „სლოვანი“ 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს. „დორტმუნდმა“ გასვლაზე „ბრიუგეს“ 3:0 მოუგო, პსჟ-მა კი საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ 1:0. „მანჩესტერ სიტის“ და „ინტერის“ დაპირისპირება 0:0 დასრულდა. სელტიკი – სლოვანი 5:1 გოლები: 1:0 სკეილზი (17), 2:0 ფურუჰასი (47), 3:0 ენგელსი (56, პენ), […]

გახარია და ხაზარაძე ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ მათი ძალების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 19 სექტემბერს. ამის შესახებ მათ პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს. იქ მათ მოლაპარაკების უკვე ორი რაუნდი გამართეს. გახარიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება. მისი თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის – აქამდე პრობლემურ პარიტეტის საკითზზე. ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ “პრინციპულად”, მხარეები ახლოს არიან […]

გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ერთ-ერთმა მონაწილემ ამხილა

“გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. „ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, – განაცხადა ბუბუტეიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას. ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის […]

კესარიას მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა. როგორც ანანიძე წერს, ნურავინ ცდილობს პოლიტიკური მოტივების ძიებას. მისივე თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავე დაისჯება. “კესარიას მკვლეობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოვიტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას! სამწუხროა და დანაშაულია ადამიანის მკვლელობა, მიმდინარეობს გამოძიება […]

მიხაილ როთი – კესარია აბრამიძე მოკლეს, სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო

მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ის ეხმაურება თბილისში, ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის მკვლელობას. “ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო. ღრმად შოკირებული […]

ხაზარაძე გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ – იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს

ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებების პროცესი ხვალ გაგრძელდება და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას ხვალვე მიაღწევენ. როგორც ხაზარაძემ ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალინდელი შეხვედრა ისევ პრეზიდენთან შედგება. “მთელი ეს პროცესი მიმართულია ერთი რამისკენ – რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია, ოპოზიციური ძალების, იმისთვის, რომ ქვეყანამ მოკლე […]

“პრინციპულად, ახლოს ვართ, მოლაპარაკებები გრძელდება” – გახარიასა და ხაზარაძეს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა

ოპოზიციური კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მორიგი შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა. ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო, რომელიც ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, თუმცა თქვა, რომ მსჯელობა ხვალ “სამუშაო მდგომარეობაში”, ისევ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად […]