შალვა პაპუაშვილი – აშშ-ს სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს, რომ გამოიძიოს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელების საკითხი და გაგვცეს პასუხი – რა იცოდა, ვინ იცოდა და თუ იცოდა რატომ მალავდა და რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან

აშშ-ს სახელმწიფოს ქართველი ხალხის ვალი აქვს, რომ გამოიძიოს პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელების საკითხი და გაგვცეს პასუხი – რა იცოდა, ვინ იცოდა და თუ იცოდა რატომ მალავდა და რა მოტივები იდგა ამ ყველაფრის უკან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გაირკვა, რომ ISFED-მა და USAID ორივემ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები […]

აგვისტოში აშშ-ში ახალი მშენებლობების რაოდენობამ ოთხთვიან მაქსიმუმს მიაღწია

სახლების რაოდენობა, რომელთა მშენებლობა აშშ-ში აგვისტოში დაიწყო, წინა თვესთან შედარებით 9,6%-ით გაიზარდა და წლიური ტემპით 1,356 მილიონი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს პრესრელიზში. ეს არის ყველაზე მაღალი დონე ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ამასთან, ზრდის ტემპი ექვს თვეში ყველაზე მაღალი იყო. შესწორებული მონაცემებით, ივლისში ახალი შენობების რაოდენობამ შეადგინა 1,237 მილიონი სახლი (ვარდნა 6,9%) და არა 1,238 […]

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს – შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, მსახიობისა და მოდელის, კესერია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა […]

„რუსული ОДКБ საფრთხეა… ვაპირებ თანამშრომლობას ევროკავშირთან, თურქეთსა და საქართველოსთან“ – ფაშინიანი

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია (ОДКБ) – კრემლის მიერ მის მიმართ ლოიალური 6 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისგან შეკრული სამხედრო ბლოკი, საფრთხეა სომხეთისთვის, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, სომხეთი, რომელიც ამ ორგანიზაციაში შექმნის დღიდან – 1992 წლის მაისიდან იყო გაწევრიანებული, სადღეისოდ ОДКБ-სთან ურთერთობებში „შეუქცევადობის წერტილს მიუახლოვდა“. „ОДКБ-ში ჩვენი წევრობა გავყინეთ არა მარტო იმიტომ, რომ ეს […]

საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები წელს, რეკორდულად, 824 მლნ ლარამდე გაიზრდება

2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები, რეკორდულად, 824 მლნ ლარამდე გაიზრდება. ინფორმაციას Galt & Taggart-ი საქართველოს ეკონომიკის და სექტორების მიმოხილვაში აქვეყნებს. მიმოხილვის მიხედვით, წელს განათლებაზე გაწეული დანახარჯები 452 მლნ ლარი იქნება, სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები კი რაც განათლების დანახარჯების გარდა საკმაოდ დიდია 371 მლნ ლარი იქნება. უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან. „ინდოეთი […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არაა მეურვეებს – ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა, ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია

ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არაა მეურვეებს. ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და საქართველოს […]

ანდრიუს კუბილიუსი – თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში – დროა, სათანადოდ მოვემზადოთ

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა გაზარდოს თავისი თავდაცვა, რადგან რუსეთი შეიძლება მზად იყოს დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში, – ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომელიც თავდაცვის საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი. „თავდაცვის მინისტრები და ნატო-ს გენერლები თანხმდებიან, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იქნება ნატო-სა და ევროკავშირთან დაპირისპირებისთვის 6-8 წელიწადში. თუ ამ შეფასებებს სერიოზულად მივუდგებით, მაშინ დროა სათანადოდ მოვემზადოთ. დრო […]

„საქპატენტსა“ და ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ადმინისტრაციას შორის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სფეროში, ოფიციალური შეთანხმება შედგა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ადმინისტრაციის (CNIPA) ხელმძღვანელს, დოქტორ შენ ჩანგუის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. „ორმხრივ შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს თავისი განზრახვა ითანამშრომლონ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ორივე მხარის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემების […]

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ – საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება, მათ შორის, თბილისს

26 ოქტომბერს თბილისელები გაიმარჯვებენ: საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და 14 მილიარდი მოხმარდება იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება, მათ შორის, თბილისს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ მუხიანის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, თბილისი და თბილისელები ირჩევენ ერთიანობას და ევროპულ კეთილდღეობას. „თბილისი და თბილისელები ირჩევენ ერთიანობას, ევროპულ კეთილდღეობას, ძლიერ ოჯახს, […]

ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით. მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. სააგენტოს ცნობით, მედიატურის მონაწილეები გაეცნობიან დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს. მედიის […]