სოფო ჯაფარიძე – მუხიანში ძალიან ბევრ ოჯახში ვიყავით, ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში – 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება

მუხიანში ძალიან ბევრ ოჯახში ვიყავით. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ უამრავი სახლი გამოკეტილია, რადგან წარმოუდგენლად ბევრი ადამიანია წასული ემიგრაციაში, მაგრამ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი დასრულდება და ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი თბილისელები ღირსეულ ევროპულ ქვეყანაში იცხოვრებენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. სოფო ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჩვენი […]

შალვა პაპუაშვილი – ილიას გზას არქმევენ, სინამდვილეში ეს არის ბერბიჭაშვილის გეგმა, რომელიც „ლელომ“ შეადგინა – როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო მოაკვლევინონ ამ ბერბიჭაშვილის გეგმით

ერთი მხრივ, ორივე იქადნოდა, რომ მოვიდოდნენ უმრავლესობაში და გახდებოდნენ პრემიერ-მინისტრები და აღმოჩნდა, რომ აწყვილებენ იმისთვის, რომ ბარიერი იქნებ როგორმე გადალახოს, ან ერთმა, ან მეორემ, ან ორივემ ერთად – ეს არის მთელი იდეა ამ პროცესის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “როგორც ილია მოკლეს გასულ საუკუნეში, ახლა უნდათ ამ საუკუნეში საქართველო […]

ტრავმის გამო ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე აღარ იასპარეზებს

UFC307-ზე ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირება ალჯამეინ სტერლინგსა და მოვსარ ევლოევს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა სტერლინგი მხრის ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა. ალჯამეინ სტერლინგის თქმით, თუ მოვსარი თანახმა იქნება, ბრძოლას დეკემბრის თვეში შეძლებს. შეგახსენებთ, სტერლინგი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი იყო. ამერიკელმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი შონ ო’მალის წინააღმდეგ დაკარგა. მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა

შსს ადასტურებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პოლიციამ დააკავა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული კაცი. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის […]

გრილი და წვიმიანი ამინდი – ნახეთ, პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ […]

ლარის კურსი 19 სექტემბერს – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 სექტემბრისთვის, ერთი ამერიკული დოლარი 2.7136 ლარი ეღირება, ევრო – 3.0211 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5868 ლარი. 18 სექტემბრის ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6998 ლარი ღირდა, ევრო – 3.0060 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5672 ლარი.

Bloomberg – კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინელი ლიდერი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში. გარდა ამისა, ზელენსკი აპირებს დადოს შეთანხმებები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე განიხილოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის […]

ორბელიანის სასახლეში, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები დღეს განახლდება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება. გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან. თავის მხრივ, […]

შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობა კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ისნის რაიონის ნაწილს დღეს, 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. „დღეს, 19 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N163-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი, რომელიც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. „ჯივიპის“ ტექნიკურმა ჯგუფებმა დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 19 სექტემბერს, დილის […]