სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული […]

თამარ კორძაია – მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე

მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, ასევე, შევეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და […]

“მკვლელობამდე 2 საათით ადრე, კესარია ამბობდა, ბექამ ხელი უნდა მთხოვოსო” – რას ამბობენ მოკლული ქალის მეზობლები?

კესარია აბრამიძის მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ტრანსგენდერი ქალის მეზობლები ეჭვიანობას ასახელებენ. მეზობლის თქმით, ბექა ჯაიანის მხრიდან კესარიას მიმართ მუქარას, შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ძალადობას არაერთხელ ჰქონია ადგილი. იმდენად არ სჯეროდა, რომ მოკლავდა, ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო – ამბობს მოკლული კარის მეზობელი და აღნიშნავს იმასაც, რომ ორი წლის განმავლობაში კესარია და ბექა ჯაიანი, როგორც ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ. “მუქარები […]

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკოს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. […]

26 ოქტომბრამდე „სტრატეგიული მეგობრების“ ზეწოლა გაგრძელდება და გაძლიერდება, შემდეგ კი აუცილებლად მოხდება გადატვირთვა

„დღეს მსოფლიოში ხდება მართლაც გეოპოლიტიკური რევოლუცია და ცვლილებები. ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებების უბრალოდ ეპიცენტრში კი არა, ლამისაა მესაჭეები ვართ და ბიძგს ვაძლევთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როდესაც შეეხო დასავლეთიდან საქართველოზე გაძლიერებული ზეწოლის თემას. როგორც სუბარმა განაცხადა, ზეწოლა არჩევნებამდე გაგრძელდება, თუმცა, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად მოხდება ურთიერთობების […]

საბერძნეთი ქვიშის ჭიდაობაში 17 და 20 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს და ქვიშის ჭიდაობის რიგით მეოთხე სერიას უმასპინძლებს

დღეიდან საბერძნეთის ქალაქი კატერინი ქვიშის ჭიდაობაში 17 და 20 -წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, 21-22 სექტემბერს კი ქვიშის ჭიდაობის რიგით მეოთხე სერიას უმასპინძლებს! საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: მსოფლიო ჩემპიონატი (U17 I U20) · გოგა სურმანიძე (U17 | 60კგ) · კობა გოგუაძე (U17 | 70კგ) · ანრი გოგუაძე (U17 | 70კგ) · დავით ფარტენაძე (U20 | 70კგ) · […]

„ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“ – აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი „ბაიარენაზე“

2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში „აგროსფეროს“ ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, „ბაიარენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდის მოყვანისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს. „ბაიარენას“ დაესწრნენ „აგროსფეროს“ სტაჟიორი სტუდენტებიც, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის მე-3 კურსზე […]

ვალერი ჩეჩელაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები

კითხვა მაქვს: როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის გააუარესებს ან გადახედავს ურთიერთობებს აშშ-სთან, ნუთუ ჩვენ დავაფინანსეთ წვრთნის და აღჭურვის პროგრამა აშშ-ს ჯარის? – თუ პრემიერ-მინისტრს არ ადარდებს არ აღიარების პოლიტიკა, რომელშიც გვეხმარება აშშ? მაგრამ ბოდიშის მოხდის ფონზე შეიძლება არ აღიარების პოლიტიკაც აღარ ადარდებს მთავრობას – ეს არის ძალიან სახიფათო თამაშები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა […]

ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ, მაისის შემდეგ, ახალ კალედონიაში, ადგილობრივ კანაკებსა და ფრანგ ლოიალისტებს შორის დაწყებული არეულობის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა. შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმის მიცემის უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას […]

ამ მისამართებზე წყალი მთელი დღე არ იქნება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

დღეს, 19 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N163-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური მილი, რომელიც ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფებმა დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 19 სექტემბერს, დილის 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 17 სექტემბერს, დილის 08:00 საათიდან […]