არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ, იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია […]
რადოსლავ სიკორსკი ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის ინიციატივით გამოდის

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო საკითხის განხილვისას ყირიმის საკუთრების საკითხი გადამწყვეტ როლს ითამაშებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. „ყირიმი სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამიტომ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე. შეგვიძლია მისი გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემა სამართლიანი რეფერენდუმის […]
პარტია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას დმანისში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, დმანისის რაიონის სოფლების: ირგანჩაისა და ტყისპირის მოქალაქეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ჩართულობაზე. მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები. „მჯერა დმანისელების მხარდაჭერის. ჩვენ ერთად შევქმნით […]
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის – პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება. ბრიტანული […]
ომბუდსმენი: სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ რეაგირება მკაცრი უნდა იყოს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. აბრამიძე საკუთარ სახლში გუშინ, 18 სექტემბერს, საღამოს მოკლეს. „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების […]
აშშ-ში იპოთეკური განაკვეთები შემცირდა

საშუალო 30-წლიანი იპოთეკური განაკვეთები შეერთებულ შტატებში 14 საბაზისო პუნქტით დაეცა 13 სექტემბერს დასრულებულ კვირაში – განაცხადა იპოთეკური ბანკირების ასოციაციამ (Mortgage Bankers Association, MBA). 766,55 ათას დოლარამდე 30-წლიან სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი გასულ კვირას 6,15% იყო, წინა კვირაში 6,29%-დან. ინდიკატორი ზედიზედ შვიდი კვირა იკლებს, ამ პერიოდში დაკარგა 67 საბაზისო პუნქტი და განაახლა 2022 წლის სექტემბრის მინიმუმი. […]
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა “ბორდომ” ენდი ქეროლი დაიმატა

ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა კლუბმა “ბორდომ”, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის მე-4 ლიგაში დააქვეითეს, ცნობილი ინგლისელი ფორვარდი ენდი ქეროლი დაიმატა. 35 წლის თავდამსხმელი ბოლოს საფრანგეთი ლიგა 2-ის ბინადარ “ამიენის” ღირსებას იცავდა, სადაც გასულ სეზონში ჯამში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. საფრანგეთის მე-4 ლიგაში 3 ტურის შემდეგ “ბორდოს” 2 ქულა აქვს […]
„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 4 173.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 173.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგენს. სტატისტიკის თანახმადვე, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა და 1 825.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „2024 წლის იანვარ-აგვისტოს […]
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet შემოდის. ახალი ევროპული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ახალი მიმართულებით – ლონდონში, ჟენევასა და მილანში იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს. „კიდევ ერთი […]
ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ვიცე-პრეზიდენტი – „ქართული ღვინო სრულყოფილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება ქარვისფერი ღვინის მოხმარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, 12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს და „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. სააგენტოს […]