ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ხუთივე პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. ბრალდებული ხუთი პირიდან სამი დაკავებულია, ორი კი მიმალვაში იმყოფება. კერძოდ, მიმალვაში არიან ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა, რომლებიც, პროკურატურის ინფორმაციით, ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეები და მმართველები იყვნენ. პროკურატურის მტკიცებით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი […]
მსხვერპლი მოჰყვა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგ შეტევას

დღეს, 19 სექტემბერს, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მორიგი იერიში მიიტანა. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. ზაპოროჟიეს რაიონის ორ დასახლებულ პუნქტში დაზიანებულია კერძო სახლები. სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა სუმის ოლქში. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა […]
ნებისმიერი მკვლელობის, ტრაგედიის ბინძური პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მეტყველებს ავტორთა, ნაცსექტის უკიდურეს ზნედაცემულობაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის თაობაზე რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მკვლელობის, ტრაგედიის ბინძური პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მეტყველებს ავტორთა, ნაცსექტის უკიდურეს ზნედაცემულობაზე. „ნებისმიერი მკვლელობის, ტრაგედიის ბინძური პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მეტყველებს ავტორთა, ნაცსექტის უკიდურეს ზნედაცემულობაზე. რეიტინგულად წელში გამართულ, პატიოსანი პოლიტიკური ცხოვრებით მოქმედს არც მყრალი ინსინუაცია ესაჭიროება და არც საგარეო, თანაც […]
ივან პერიშიჩი კარიერას ნიდერლანდებში განაგრძობს

35 წლის ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩი კარიერას ნიდერლანდურ პსვ-ში განაგრძობს. ვეტერანი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და “ეინდჰოვენს” სრულიად უსასყიდლოდ მიაშურა. პერიშიჩი ბოლოს სამშობლოში “ჰაიდუკში” ბურთაობდა, მაგრამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარ გატუზოსთან კონფლიქტის შემდეგ სპლიტური კლუბი დატოვა. პსვ 5 ტურის შემდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობით ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერია.
„ჩვენ არ ვართ მარტო ერთი პარტია, უბრალოდ ჯერ ღიად არ გაგვიცხადებია“ — გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში მისი გუნდის გამსხვილებას აანონსებს. როგორც გახარიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, ინდივიდუალური [პოლიტიკოსების] გარდა, „პარტიული შემომატებებიც იქნება“. „ჩვენც არა ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით, ეს ღიად არ გაგვიცხადებია, ველოდებით გარკვეულ თარიღს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მარტო ჩვენი პარტიის სახელით“, — განაცხადა გახარიამ […]
ავიაკომპანია easyJet 2025 წლიდან თბილისში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის – პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება, ხოლო 1-ლი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება. ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის […]
ქართული პროდუქციის ექსპორტმა 8 თვეში 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 მილიარდ 173 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.5%-ით მეტია. „საქსტატის“ მონაცემებით, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 825 მილიონ დოლარს გაუტოლდა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ათი უმსხვილესი […]
„ქართულ ბიზნესში კვალიფიციური კადრების პრობლემაა“ – ლევან ვეფხვაძე

„როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“- ამ სახელწოდების კონფერენციას თბილისმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. რაზე იმსჯელეს კონფერენციის ფარგლებში და რა შედეგები მოჰყვება შეხვედრას? საკითხზე „კომერსანტის დილის“ ეთერში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები საჭიროა, რათა ბიზნესმა მთავრობას სიახლეები და პოზიციები გააცნოს. ,,ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელიწადში 2 ჯერ […]
“შეისწავლონ, ხომ არაა დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით” – SJC შსს-ს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის, მკვლელობას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს საქმის სრული და სამართლიანი გამოძიება უზრუნველყოს. SJC-ი წერს, რომ პოლიტიკურ რიტორიკაში სიძულვილის ენის გამოყენებასა და სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ თითქმის ერთი წელია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლება აგრესიულად იყენებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ენას და მისი კულტივირება […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცველებმა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა. რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში […]