ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს

ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, მიმდინარე სეზონში “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს. “ამ პრიზს როდრის ან კარვახალს გადავცემდი. მჯერა, რომ ესპანელი ფეხბურთელები დიდი ხანია იმსახურებენ “ოქროს ბურთს” და ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს”, – ციტირებს ვილას Marca. ინფორმაციისთვის, “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების ცერემონიალი 28 ოქტომბერს პარიზში გაიმართება და ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის 30 […]
რომან გოცირიძე – სამი მძლავრი ბლოკით გასვლა – ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკებისგან თავის დაზღვევა

სამი მძლავრი ბლოკით გასვლა – ეს არის გამარჯვების გარანტი და ყოველგვარი რისკებისგან თავის დაზღვევა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობას მიაღწია, როცა მთელი ოპოზიცია 4 მთავარ ბლოკში გაერთიანდა, მაგრამ ყველა რისკისგან თავის დასაზღვევად კიდევ ერთი გაერთიანება იყო საჭირო. […]
ივანე ჩხაიძე – არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა ეპიდაფეთქებები და სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასიური არწასვლა განაპირობონ

არ არსებობს იმის საშიშროება, რომ ახლა მოცირკულირე ვირუსებმა განაპირობონ ეპიდაფეთქებები, სკოლასა და ბაღებში ბავშვების მასიური არწასვლა, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მოცირკულირე ვირუსები ძირითადად მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლის მართვაც პირველადი ჯანდაცვის რგოლში უნდა მოხდეს. კერძოდ, როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, კორონავირუსი, ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, ყველა მიეკუთვნება […]
კახა კალაძე – არაერთხელ გვინახავს აქციებზე ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებზე, შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ – მინდა ახალგაზრდებს მივმართო, არ დაუჯერონ ამ რადიკალ, ბინძურ პოლიტიკოსებს

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, არავითარ შემთხვევაში არ დაუჯერონ ამ რადიკალ, ბინძურ პოლიტიკოსებს იმიტომ, რომ ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველას და ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. […]
ლაშა ბაქრაძე – 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ

ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან რაც არის, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნილებას,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მას სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა […]
კახა კალაძე – კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითია, ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა – მის მიმართ ღონისძიებები არ ხორციელდება,რაც აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ, რათა მოპარული თანხებით პოლიტიკა დააფინანსოს

ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი არის საერთაშორისო თაღლითი იმ სქემით, რითაც ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა, – მის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, გასაკვირია ის, რომ კეზერაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდება. „კიდევ ერთი დიდი უბედურება არის ის, რომ ეს ფული საქართველოში შემოდიოდა, პოლიტიკა და ტელევიზია ფინანსდებოდა, ძალიან მძიმეა […]
გია ჯაფარიძე – 26 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი – ან ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში

ქართველი სტუდენტი ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ევროპელი სტუდენტი. უნდა ჰქონდეს სწავლის ისეთივე პირობა, როგორიც ევროპელ სტუდენტებს აქვთ, ამიტომ არის 26 ოქტომბერი მნიშვნელოვანი: ან ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ან ვირჩევთ საერთაშორისო იზოლაციას და პირობების კიდევ უფრო გაუარესებას, რადგან უკვე ვცხოვრობთ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც „ერთიანობა – […]
,,კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო კონკურენტუნარიანობის აღიარება“ – ირაკლი ქარქაშაძე

ლონდონი, ჟენევა და მილანი. ახალი ევროპული ავიაკომპანია და ერთდროულად 3 ახალი მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. 2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის წამყვანი ავიაკომპანია, ბრიტანული easyJet შემოდის. თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. easyJet-ი საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიას და იტალიას დაუკავშირებს. ,,კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე არის ჩვენი ქვეყნის საავიაციო […]
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი […]
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნეს განათლების სერიებს

თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. 23 – 24 სექტემბერს 19:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ბრენდის კონტულტანთან, დავით ხუცუშვილთან, რომელიც ისაუბრებს თემაზე – როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია? ფიზიკური შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება: 23 სექტემბერი – სეგმენტაცია 1) რა არის ბაზრის სეგმენტაცია 2) რას ემსახურება ბაზრის […]