რეგიონთა ნაკრებების ტურნირის ფინალური ეტაპი რუსთავში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღმოსაჩენად რეგიონთა ნაკრებების ტურნირი ჩატარდა. ტურნირში 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ მონაწილეობას. გათამაშებაში ჩართული იყო 13 რეგიონის ნაკრები, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, ოთხი გუნდი მონაწილეობდა – დასავლეთის, აღმოსავლეთის და თბილისის ორი ნაკრები. ტურნირის გამარჯვებული თბილისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დასავლეთის ნაკრები პენალტების […]

29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დამოუკიდებლობით – სალომე ზურაბიშვილი

29-ის მერე ვიქნები ის, რაც ვარ – პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, დამოუკიდებლობით – სალომე ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვაში აცახდებს: ,,29 დეკემბერზე ძალიან ბევრი რამ ისმის. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუქარებით მელაპარაკებიან და, მგონი, მაინც ვერ მიცნობენ, ან ეს არის მცდელობა, რომ მე ამაგდონ და ვთქვა, რომ აბა რა. მეორე მხრივ, მე ძალიან მადლობელი […]

კახა ოქრიაშვილი – იმედს ვიტოვებ, ახალ წლამდე ბატონი ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “გასულ კვირას ეუთო-ოდირის ოფისმა არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფართოდიყო გამოყენებული არჩევნებზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: დაშინება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, მოსყიდვა და მრავალი სხვა. განსაკუთრებით ხაზგასმულია არჩევნების დღეს გამეფებული შიშის ატმოსფერო, რადგან ამომრჩევლებს „წართმეული ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე“. ხოლო […]

IRI – მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა

მიუხედავად იმისა, რომ ხმების ელექტრონულად და მექანიკურად დათვლა მოლოდინების შესაბამისად წარიმართა, ხმის მიცემის პროცესის ხარვეზებზე რეაგირება არ მომხდარა , – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) განხორციელებულმა ცვლილებებმა, საზოგადოებაში ეჭვქვეშ დააყენა ამ სტრუქტურის დამოუკიდებლობა. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) […]

IRI – სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის

სახელმწიფო რესურსები გამოიყენებოდა საჯარო მოხელეებისა და სოციალურ-ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების მობილიზებისთვის საკუთარ პარტიულ აქციებზე დასასწრებად, რითაც მომეტებული ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, რომ ჩართულიყვნენ პარტიულ აქტივობებში , – ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ამგვარი სამთავრობო ქმედებები ქმნიდა არათანაბარ პირობებს და არღვევდა არჩევნების სამართლიანობას. […]

პრეზიდენტი – თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, არის მეორე ვარიანტიც – მივალთ არჩევნებამდე რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის – ეს რეჟიმი თავისით იშლება

თუ არ იქნა მიღწეული კომპრომისული ვარიანტი, დიალოგი, არის მეორე ვარიანტიც – მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით, სხვა გზა არ არის , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზურაბიშვილის განმარტებით, რეჟიმის ჩამოშლაში არავის ხელი არ ურევია, გარდა ძალაუფლების მქონე პირებისა, რომლებიც დროულად ვერ მიხვდნენ, ამ ქვეყანას როგორ უნდა მოპყრობოდნენ, შესაბამისად, “რეჟიმი თავისით იშლება”. […]

კრიზისული მდგომარეობა არის… ყველაფერი კარგად იქნება – ნიკოლოზ ფერიაშვილი

ITMC-ის თანადამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ფერიაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან 4-საათიან შეხვედრაზე „ძირითადად საუბარი, არსებულ სიტუაციაზე იყო“. ასე უპასუხა მან BM.GE-ს კითხვას შეხვედრის დასრულების შემდეგ. ბიზნესმენი ზღაპრის კეთილ დასასრულში დარწმუნებულია. „[ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობა] ბუნებრივია არის… ყველაფერი კარგად იქნება. ზღაპრის ბოლო კეთილია“, – განაცხადა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ექიმები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მოხდეს სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ამასთან, ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, „ევროპულ კურსს არ გადაუხვიოს“. ექიმები, აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობას გეგმავენ. “ნუ ძალადობთ ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს, გვინდა ერთიანი ევროპული თავისუფალი სახელმწიფო, არალეგიტიმური პრეზიდენტი თავზე დაგვასვეს. არ გვინდა საქართველო რუსეთის გუბერნიად იქცეს”, – აღნიშნა […]

პრეზიდენტი – საქართველო არასოდეს ეგუება და არასოდეს თმობს, როცა მართალია – დღეს ნამდვილად მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ, ვინც დგახართ, არ იღელებით და არც დაიღლებით

ჩვენ არ შეიძლება არ ვუერთგულოთ ანწუხელიძეს, ჩვენს ჯარს, იმ სულისკვეთებას, რომლითაც იცხოვრა და გარდაიცვალა ანწუხელიძე. ეს არის საქართველოს სიყვარული და არ დანებება, რომ არ დაუთმო არავის ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, ის ერთგულია საქართველოს ჯარის, რომელმაც გაიარა ძალიან რთული წლები და რომელმაც იცის ძალიან […]

მიხაილ როთი – ნდობის აღსადგენად ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ახალი არჩევნებია

ნდობის აღსადგენად ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ახალი არჩევნებია , – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას. „ნდობის აღსადგენად ერთადერთი გამოსავალი საქართველოში ახალი არჩევნებია“, – წერს მიხაილ როთი სოციალურ ქსელში.