“საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია” – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” საუბრისას, ამბობს: “საკუთარ თავს სულ ვეუბნები, რომ არ უნდა მიკვირდეს არაფერი, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მაგრამ მაინც შოკირებული ვიყავი გორში მის მიერ გაკეთებული განცხადებით. შოკირებული იყო ბევრი ჩემი კოლეგა. საშინელი მესიჯი იყო და ჩემთვის ნათელია, რომ ეს კრემლის გზავნილია. ეს არის კრემლის დამოკიდებულება და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან […]

“ბატონის სახლს ბატონის ხელსაწყოებით ვერ დაანგრევ” – რას წერს ანა დოლიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, სოციალურ ქსელში, წერს: ბატონის სახლს ბატონის ხელსაწყოებით ვერ დაანგრევ, თქვა ამერიკელმა მწერალმა ოდრი ლორდმა. აქ იგულისხმება ის, რომ სისტემურ, რეალურ ცვლილებას სისტემურად ახალი მიდგომა ჭირდება. პატარ-პატარა ჩქმეტებით, ბატონისგან გადმოგდებული ხელსაწყოებით ამის გაკეთების მცდელობა მხოლოდ თავის მოტყუებაა.

“ორჯერ დაგვასანქცირეს? ისეთი ამაყი ვარ, როგორც არასდროს” – კალაძე

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან აშშ–ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, თქვა: “ერთხელ ხომ ვიყავით დასანქცირებულები, ანუ, ახლა ორჯერ დაგვასანქცირეს? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მშვიდობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასანქცირებას, როგორც ეს გაჟღერებული იყო, აი ეს არის ზუსტად ის სიმძიმე, რაც “ოცნებას”, საქართველოს, […]

კომპანია „ზუმერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ზუმერი“, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ტექნიკის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ციფრულ ტექნიკას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა,- ამის შესახებ განცხადებას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია წარმატებით პოზიციონირებს საცალო გაყიდვებში და სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციას. როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით, „ზუმერის“ მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 18 ფილიალით. […]

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს! დღევანდელ მსოფლიოში სისუსტისა და ბოდიშების მოხდის დრო არ არის! – ის, რაც ახლა ბოდიშის მოხდის თემით გაგვიკეთეს, პირდაპირი ჩაბარებაა რუსეთისადმი

როცა გვეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ, იქნებ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჯალალ – ედ – დინს, აღა -მაჰმად- ხანს, შაჰ აბასს, ყველას, ვინც საქართველოს ანადგურებდა ბოდიში უნდა მოვუხადოთ?! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა. მისივე თქმით, ის არ აპირებს ბოდიშის მოხდას იმ საქმეების გამო, რომელიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის […]

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი – „ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

„ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა, ფირას აბიადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლიბანში, „ჰეზბოლას“ მებრძოლების რაციები გუშინ აფეთქდა. ერთი დღით ადრე კი, პეიჯერების აფეთქების შედეგად, „ჰეზბოლას“ 12 მებრძოლი დაიღუპა და 2800 დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

სოფო ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის – ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს

ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისჯება ქვეყნის სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა ქვეყნის დასავლური კურსის გამო. „ეს არის მორიგი პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, რომელსაც რეალურად, სამართალთან […]

მიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება, რაც არ გამოუვა – აფხაზეთის დაბრუნების გეგმა გვაქვს – საქართველო ამერიკას ცივ ომს უცხადებს

ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება, რაც მას არ გამოუვა – აფხაზეთის დაბრუნების გეგმა გვაქვს. აღებული გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება, 2010 წელს, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვაპირებთ ამის მშვიდობიანი გზებით კეთებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა. […]

მრავალძალზე კურორტის განვითარება, მათ შორის შოვის ინვესტორ “სიმეტრიასაც” სურს – ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მრავალძალის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის, მოსახლეობის და ინვესტორების პოზიცია სრულ თანხვედრაშია. როგორც ქვრივიშვილმა მრავალძალის კურორტის განვითარების შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაინტერესება ყველა იმ ინვესტორის მხრიდან არის, რომელთაც რაჭაში, მათ შორის შოვში ტურიზმის მიმართულებით ინვესტირება სურდათ. BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის კომპანია „სიმეტრია“, რომელიც შოვის […]

კომპანია „ზუმერი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„ზუმერი“, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ტექნიკის ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ციფრულ ტექნიკას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ წლების განმავლობაში კომპანია წარმატებით პოზიციონირებს საცალო გაყიდვებში და სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციას. საქართველოს მასშტაბით, როგორც აღმოსავლეთით ასევე დასავლეთით ზუმერის მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 18 ფილიალით. საცალო ქსელთან ერთად კომპანიაში სტრატეგიული მიმართულებებია საბითუმო, კორპორატიული […]