დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე არსებული კორპუსების ფასადების (ე. წ. მიკრორაიონი) რეაბილიტაცია იწყება

ადგილობრივებს პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა წარუდგინა. ფასადების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება და მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 2 533 000 ლარია და მას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7236 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7136 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0431 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0211 ლარს შეადგენდა. […]
ანა ბუჩუკური – „ლელომ“ ვერ შეძლო კოალიციის შიგნით თავის პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევა ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის შესახებ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების ვერ მიღწევის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ „ლელომ“ კოალიციის შიგნით მათთან სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა. ბუჩუკურის თქმით, მის პარტიას „ლელოსთან“ პარლამენტში მომავალი თანამშრომლობის იმედი აქვს. „ჩვენი გუნდის და გუნდის ლიდერის პრინციპია, რომ პირად ინტერესებზე ზემოთ ყოველთვის ვაყენებდით სახელმწიფო ინტერესს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მოგვიწოდა, […]
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 131-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 63-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა საკუთარი თავდაცვის უფლების სრულად გამოყენებას ვერ […]
ლევან დავითაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ყაზახეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი. „ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა […]
კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს

ცნობილი კინოკომპანია Lionsgate საკუთარ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. ის პირველი ჰოლივუდური სტუდიაა, რომელმაც ტექკომპანია Runway-სთან ხელშეკრულება გააფორმა და ნება დართო, მისი წარმოებული ფილმები ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენონ. Lionsgate-ის პორტფოლიოში კი 20 ათასზე მეტი დასახელების ფილმს შეხვდებით, მათ შორის, ისეთ ცნობილ ფრენჩაიზებს, როგორიც შიმშილის თამაშებია. Runway, რომელიც “ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ახალ […]
სააკაშვილი კოალიცია ცვლილებებისთვისს ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას სთავაზობს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურა ჯაფარიძის კოალიცია – ცვლილებისთვისს წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებას სთავაზობს. ეს განცხადება მან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, მეტი სიძლიერისთვის გაერთიანებაა საჭირო. “ჩემი ინიციატივა იყო თავიდან ყველანი ერთად გავერთიანებულიყავით, ნუ ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას […]
13 ოქტომბერს ქართული სამოყვარულო თეატრი ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გიწვევთ სპექტაკლზე დარისპანის გასაჭირი”

13 ოქტომბერს, ქართული სამოყვარულო თეატრი ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გიწვევთ სპექტაკლზე დარისპანის გასაჭირი”, რომელიც დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვითაა დადგმული და მისი დამდგმელი რეჟისორია ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ გიგი ძიგუა, ნინო რუხაძე, თამარ ქაბზინაძე, ვანო მოსულიშვილი, ანასტასია კოკორისი, ალექსანდრე ნარსია და ნათია ახვლედიანი. სპექტაკლის შემდეგ გაგიმასპინძლდებიან ქართული კერძებით. მისამართი:: Thaelstraat 18, 1800 Vilvoorde. Brussels, België. დასაწყისი 16:00 PM […]
ხაზარაძე: კიდევ ვადასტურებ, რა პრინციპებზეც გუშინ მოვილაპარაკეთ, მე მზად ვარ

პარტია ლელო – საქართველოსთვის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კოალიციაში იყო მზაობა გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთან წინასაარჩევნო გაერთიანების საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ მზად არის, წინასწარ მოლაპარაკებული პირობები და პრინციპები დაიცვას. “პრეზიდენტის ჩართულობით, გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას, მე ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით, დღეს 2 საათზე თქვენ დამხვდით და იქაც გითხარით, რომ […]
ხაზარაძე ამბობს, რომ გახარიასთან შეთანხმებისთვის მზად იყო

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, გაერთიანებისთვის მზად იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როდესაც გახარიას პარტიამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. „გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს, 14:00 საათზე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 15:00 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, მე […]