აშშ-ის ყოფილი ელჩის თქმით, “ოცნების” ლიდერები ლუკაშენკოზე უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის მიმართ

“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [საქართველოს ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი”, – ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი აცხადებს. გამოცემის თანახმად, კორტნი 30 წელზე მეტია, რაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობებშია ჩართული და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. ”ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, […]
დავით ზურაბიშვილი – ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, იმსახურებს, იცხოვროს ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს – მოხერხება უნდა ხელისუფლებას ასეთი საჩუქარი მიართვა

ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, მან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უკიდურესად კორექტულად გამოხატა. „ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა […]
მამუკა ხაზარაძე გახარიას პარტიის განცხადებაზე – ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა

ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას. „სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის […]
მიხეილ სააკაშვილი – კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ – ჩვენ მაინც გავერთიანდეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიესალმება, თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანდება. მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე გაერთიანება პარტია „ახალსაც“ შესთავაზა. „მივესალმები ორი პოლიტიკური სუბიექტის „ლელოს“ და გახარიას გაერთიანებას იმიტომ, რომ ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ […]
გერმანიამ უკრაინას 20-ზე მეტი Leopard-ის ტანკი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს Leopard 1 A5 ტიპის 22 ტანკს და 60 ათასზე მეტ 155 მმ-იან ჭურვს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდა ამისა, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს Bandvagn 206 (BV206) ტიპის ხუთ ყველგანმავალ მანქანას, მაღალი გამავლობის ტრანსპორტიორს Warthog-ს, GEPARD-ის სამ საზენიტო […]
თინა ბოკუჩავა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „ახალის“ შესაძლო გაერთიანებაზე – აბსოლუტურად ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გაერთიანებასთან დაკავშირებით

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, აბსოლუტურად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას, პარტია “ახალთან” გაერთიანებასთან დაკავშირებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე კარგად ესმის, რომ ძალა სწორედ ერთიანობაშია. „პრეზიდენტი სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” დროსაც იყო, არის და იქნება მთავარი გამაერთიანებელი და კონსოლიდატორი. მას ყველაზე კარგად ესმის, რომ ჩვენი მთავარი ძალა ერთობაშია, მათ შორის ის არის, ჩვენს გერბზე […]
აჭარაში საგნობრივ ოლიმპიადასა და კონკურსებში გამარჯვებული 142 მოსწავლე დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში 15000 – მდე მოსწავლე მონაწილეობდა, გამოვლინდა 142 გამარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს გამარჯვებული მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად დააჯილდოვა. „მოსწავლეებს გადაეცათ დიპლომები, ლეპტოპები, […]
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა დაზვერვის სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში. „დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუციად, რომლის როლიც განსაკუთრებულია ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებაში. თითოეული თქვენგანი ერთგულად ემსახურებით მისიას, […]
საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმანოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური სექტორის განვითარებას უკავშირდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ […]
რუსეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა – “ამეცადინებდნენ რუსეთის ბაზაზე, რუსული სპეცსამსახურები” – სომხეთი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სომხეთში სამხედრო გადატრიალება იგეგმებოდა და ამის უკან, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. კერძოდ, არსებობდა მზადება, ძალაუფლების შეიარაღებული საშუალებებით ხელში ჩასაგდებად. მათივე ცნობით, ავარჯიშებდნენ იმათ, რომლებსაც ქვეყანაში ძალაუფლება შეიარაღებული საშუალებებით უნდა ხელში ჩაეგდოთ. ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი. აღნიშნულია, რომ დააკავეს ჯგუფის წევრები, რომლებმაც სომხეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში “სასწავლებლად” გაგზავნეს. მათ […]