უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ ბავშვებს შესთავაზეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და […]

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა დაზვერვის სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში. „დაზვერვის სამსახური ჩამოყალიბდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუციად, რომლის როლიც განსაკუთრებულია ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებაში. თითოეული თქვენგანი ერთგულად ემსახურებით მისიას, […]

“ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, მთელი ცხოვრება ამას იმსახურებს” – დავით ზურაბიშვილი

ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა იმსახურებს იმას, რომ მთელი ცხოვრება იცხოვროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ირაკლი კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და მოცალეობის ჟამს ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს. ასეთი საჩუქარი რომ მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე სერიოზულ პანიკაში იყო, მოხერხება უნდა. ჩათვალეთ, რომ უკიდურესად კორექტული ფორმით გამოვხატე ჩემი განწყობა, შეიძლება ითქვას, ზედმეტად კორექტული ფორმითაც.

“კესო აღარაა და ვთვლი, რომ ეს უნდა იცოდეთ” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ. კოვიდის დროს, პირველად რომ ჩაგვკეტეს და ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მეგობრებმა კამპანია დავიწყეთ, “ჰელფები” დავირქვით და ათეულობით ათას ადამიანს მივაწოდეთ საკვები, წამალი, საჭირო ნივთები. ერთ დღესაც რეკავს კესარია, შენი ნახვა მინდაო. აქა და აქ ვარ, შემომირბინე მეთქი. უი, არა, შენ რომ […]

„ქართული ღვინო სრულყოფილია, აშშ-ში იზრდება ქარვისფერი ღვინის მოხმარება“ – Colangelo &Partners

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, 12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს და „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენლები. მათივე ინფორმაციით, აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. სააგენტოს […]

საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე პრეზენტაციები წარადგინეს

საქართველოს ბანკი როგორც წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს განავითაროს ციფრული პროდუქტები და გაიზიაროს საერთაშრისო გამოცდილება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიება – Seamless Europe 2024 – ში მონაწილეობდნენ. Seamless Europe 2024 მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 300 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. […]

“ჩვენ მაინც გავერთიანდეთ… “ენმ”–ბა პირველ ადგილზე გავა” – სააკაშვილი “ახლებს” –

მიხეილ სააკაშვილი პარტია “ახალს” მოუწოდებს, “ქართული ოცნების” დასამარცხებლად გაერთიანდნენ. შეთავაზება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა შვიდი ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. “ჩემი ინიციატივა იყო თავიდან, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ეს არ გამოდის. კიდევ ვუბრუნდები ინიციატივას “ახლების” მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერები ვიქნებით. “ნაციონალური მოძრაობა” […]

“ქვეყანა, სადაც ცელოფნის გადაფარების საშუალებასაც არ აძლევენ ხალხს, რომელთა სახლები, სკოლა და ეკლესია დანგრევის პირას მიიყვანეს”– ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: ქვეყანა, რომელიც ჩალითაც კი არ არის დახურული; სადაც ცელოფნის გადაფარების საშუალებასაც არ აძლევენ ხალხს, რომელთა სახლები, სკოლა და ეკლესია დანგრევის პირას მიიყვანეს … დღეს კიდევ გამოარიხინებენ იმ კაცს, შიშით შეპყრობილს, ჯავშანში გამომწყვდეულს … გამოცემა “მაუწყებლის” ინფორმაციით, ამინდის გაუარესების მიუხედავად, შუქრუთის მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა კარვის გაშლის საშუალება. პოლიციამ დღეს მათ წვიმისგან თავდაცვის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარი გახდა

19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 1.00 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7236 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.20 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0431 ლარი გახდა. 2.77 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6145 ლარი გახდა. ლარის […]

Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის World Medicine ჰოლდინგში შემავალი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია On-Time logistics company-მ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus-ისგან MAN-ის ბრენდის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი შეიძინა. On-Time logistics company-ისა და Tegeta Truck & Bus-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. MAN-ის ბრენდთან ხანგრძლივი პარტნიორობა, პრემიუმ კლასის სატვირთო ტექნიკა, ძლიერი […]