ეს არ არის მარტო ერთი ქალის მკვლელობა – ნატა ტალიკაშვილი კესარიაზე

“ეს არ არის მარტო ერთი ქალის მკვლელობა, ერთი ადამიანის ტრაგედია”, – ასე ეხმაურება აქტივისტი ნატა ტალიკიშვილი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას. მისი შეფასებით, მომხდარი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ლგბტქ თემის სხვა წევრებზე, მათ უსაფრთხოებსა და კეთილდღეობაზე. “მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს არ ვიცნობდი, პატივს ვცემდი, მიყვარდა და ვაფასებდი ამ ადამიანს. ჩვენთან შედარებით უფრო ხელშეუხებელი ქალი იყო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელბში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნავაზარი, მუხრანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს […]

შალვა პაპუაშვილი – დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში – თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში

დაზვერვის სამსახურს წამყვანი როლი აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში. თქვენი ძალისხმევა, დაიცვათ საქართველო შიდა და გარე საფრთხეებისგან, ხელს უწყობს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველო უსაფრთხოების კუთხით რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფება და […]

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. „ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები […]

დღევანდელი ვითარება ძალიან ცუდი სიგნალია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის – გიორგი ქობულია

McKinsey-ის უფროსი პარტნიორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული სანქციები ნეგატიური გზავნილია ინვესტორებისთვის. მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“, საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას გრძელვადიან განვითარებაში დემოკრატიის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დაზიანება უცხოელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესს დაუკარგავს. „რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება არის ძალიან […]

უკრაინელ ბავშვებს წეროვანში უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი უკრაინელი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში შეხვდა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინელ მოზარდებსა და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წეროვანში ორი კვირის განმავლობაში უმასპინძლა. უწყების სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა […]

ანა ბუჩუკური – გიორგი გახარია ესაუბრა პრეზიდენტს, ხაზარაძესაც, დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა – გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ

დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა. გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის სახელით განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძესაც ესაუბრა. „ჩვენი გუნდის განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ესაუბრა ქალბატონ პრეზიდენტს. ასევე, ჩემი თანდასწრებით ტელეფონზე […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბათუმში „საზაფხულო სკოლა – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ბათუმში “საზაფხულო სკოლა – ლაბორატორიული უნარ-ჩვევების ამაღლება ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის მიმართულებით” ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ათდღიანი სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს და მასში მონაწილეობდა სტუ-ის აგრარული მეცინერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, ქიმიური და მეტალურგიის ფაკულტეტისა […]

მიხაილ როთი – მესიჯი ყველა ჩემს მეგობარს საქართველოში, რომელიც დამწუხრებული, შოკირებული და გაბრაზებულია – 26 ოქტომბერი ამ საშინელებისთვის მშვიდობიანად და დემოკრატიულად ბოლოს მოღების შესაძლებლობაა

26 ოქტომბერი ამ საშინელებისთვის მშვიდობიანად და დემოკრატიულად ბოლოს მოღების შესაძლებლობაა, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდენსტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “მესიჯი ყველა ჩემს მეგობარს საქართველოში, რომელიც დამწუხრებული, შოკირებული და გაბრაზებულია. გთხოვთ, არასდროს დაგავიწყდეთ: “როდესაც ისინი მორალურად ეცემიან, ჩვენ ვმაღლდებით”. 26 ოქტომბერი ამ საშინელებისთვის მშვიდობიანად და დემოკრატიულად ბოლოს მოღების შესაძლებლობაა”, […]

გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, არ დაუთმო საქართველო და დაიცვა სუვერენიტეტი

ივანიშვილის განცხადების შემდეგ ყველას კარგად გვესმის, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარი და ტყვე. მისი პატიმრობა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ მან გაბედა და შეეწინააღმდეგა პუტინს, არ დაუთმო საქართველო მას და დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა […]