“შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია “იმედზე” – “მედია კრიტიკა”

კომუნიკაციების კომისიის მიერ დაარსებული მედიაკადემიის პროექტი, “მედია კრიტიკა” აქვეყნებს მასალას სათაურით: “შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია „იმედზე“, სადაც წერს: 18 სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედმა”, პარტია “საქართველოსთვის” და “ლელოს” შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო და მოსაზრებები ფაქტისგან არ გამიჯნა. „ქრონიკის“ 14-საათიან გამოშვებაში წამყვანმა თქვა, რომ: “უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. უპრინციპოთა გაერთიანების შესახებ სალომე ზურაბიშვილი […]
პარლამენტთან აქცია “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს” მიმდინარეობს – ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს” მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ოკუპანტებსა და აგრესორებს ბოდიშს არ მოუხდიან“, რადგან 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველოს არ დაუწყია. აქციაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ფიტულიც მიიტანეს, რომელსაც ერთ მკლავზე “ქართული ოცნების”, მეორეზე კი – რუსეთის […]
“ბაიერნთან” 2:9 არ აპატიეს – ზაგრების “დინამოს” მწვრთნელი გადააყენეს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, “ბაიერნთან” 2:9 დამარცხების შემდეგ, ზაგრების “დინამოს” მწვრთნელი სერგეი იაკიროვიჩი გადააყენეს. იაკიროვიჩი “დინამოს” გასული წლის აგვისტოში ჩაუდგა სათავეში, მისი ხელმძღვნელობით გუნდი ხორვატიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ახლა კი 6 ტურის მერე ქვეყნის პირველობაზე 13 ქულით მესამე ადგილზეა. გუნდის დროებით თავკაცად იკიროვიჩის ყოფილი თანაშემწე სანდრო პერკოვიჩი დანიშნეს.
თაზო დათუნაშვილი – ჩვენ ამ მომენტშიც მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და წავიდეთ წინ

ჩვენ ამ მომენტშიც მზად ვართ, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას და წავიდეთ წინ, ივანიშვილის დამარცხების პროცესისკენ , – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “რეზიუმეში” გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობის თაობაზე განაცხადა. როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ფოკუსი გასწორდეს ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც არის საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი. “ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორება. […]
ანა წითლიძე – ზუგდიდში 50-მდე ადამიანი დაგვესხა თავს – ცემის მცდელობა ჰქონდათ

ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაგვესხნენ. 20- ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძე FACEBOOK-ზე წერს. ამასთან, როგორც ანა წითლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. „საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, დევნილების დასახლებაში ვარიგებდი ბუკლეტებს და ფლაერებს, როდესაც თავს დაგვესხნენ […]
რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს “ნოვაია გაზეტა ევროპის” მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ

კირილ მარტინოვი, მთავარი რედაქტორი გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპისა“, რომელსაც რიგაში უდევს ბინა, ეჭვმიტანილად გამოცხადდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში არასასურველი ორგანიზაციის შექმნის თაობაზე, იტყობინებიან რუსული სახელმწიფო სააგენტოები ტასი და „რია ნოვოსტი“. რუსეთის ხელისუფლებამ თავად გამოცემა გასული წლის ივნისში გამოაცხადა არასასურველად. გენერალურმა პროკურატურამ მაშინ განაცხადა, რომ რედაქციის მთავარი თემები იყო „ცრუ ინფორმაცია რუსეთში მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების […]
პარლამენტთან კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, პარლამენტის შენობის უკან მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ფოტო მიიტანეს მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს. პარლამენტთან მისულმა მოქალაქეებმა, ასევე კიბეზე დაალაგეს საპროტესტო ბანერები წარწერებით: “მკვლელობის 84 დამკანონებელი”, “ოცნება კლავს”, “სისხლად ნუ გვიქცევთ დაღვრილ ცრემლებს”, “არა ფაშისტურ კანონს”. ამით მათ გააპროტესტეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების […]
სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით კომუნალური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები მიმდინარეობს თემაზე: „კომუნალური მომსახურების რეგულირება ვიშეგრადის ქვეყნებში“. ტრენინგებს ატარებენ პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ექსპერტები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან. მიმდინარე წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების […]
დღევანდელი ვითარება ძალიან ცუდი სიგნალია საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის – გიორგი ქობულია

McKinsey-ის უფროსი პარტნიორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებული სანქციები ნეგატიური გზავნილია ინვესტორებისთვის. მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“, საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას გრძელვადიან განვითარებაში დემოკრატიის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დემოკრატიის დაზიანება უცხოელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ ინტერესს დაუკარგავს. „რა თქმა უნდა, დღევანდელი ვითარება არის ძალიან […]
მრავალძალზე კურორტის განვითარება, მათ შორის შოვის ინვესტორ „სიმეტრიასაც“ სურს – ქვრივიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მრავალძალის კურორტის განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის, მოსახლეობის და ინვესტორების პოზიცია სრულ თანხვედრაშია. როგორც ქვრივიშვილმა მრავალძალის კურორტის განვითარების შესახებ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაინტერესება ყველა იმ ინვესტორის მხრიდან არის, რომელთაც რაჭაში, მათ შორის შოვში ტურიზმის მიმართულებით ინვესტირება სურდათ. BMG-ის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მათ შორის კომპანია „სიმეტრია“, რომელიც შოვის […]