“შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია “იმედზე” – “მედია კრიტიკა”

კომუნიკაციების კომისიის მიერ დაარსებული მედიაკადემიის პროექტი, “მედია კრიტიკა” აქვეყნებს მასალას სათაურით: “შეფასებებში ჩაკარგული ინფორმაცია „იმედზე“, სადაც წერს:
18 სექტემბერს, ტელეკომპანია “იმედმა”, პარტია “საქართველოსთვის” და “ლელოს” შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია მაყურებელს საკუთარი ინტერპრეტაციით გააცნო და მოსაზრებები ფაქტისგან არ გამიჯნა.
„ქრონიკის“ 14-საათიან გამოშვებაში წამყვანმა თქვა, რომ:
“უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. უპრინციპოთა გაერთიანების შესახებ და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია – ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო.”
ფაქტი: „გაერთიანების შესახებ და გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის პასუხს ელოდებიან“. შეფასება: „უცხოელი პატრონების დავალების შესრულების პროცესი გრძელდება. ერთმანეთის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ გახარია – ხაზარაძის პოლიტიკური ქორწინების პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასულმა პრეზიდენტმა დავალების შესაბამისად დაიწყო.”
ფაქტის და შეფასების გამიჯვნა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტია. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს