შალვა პაპუაშვილი – უნდათ, რომ იდენტობა გამოგვაცალონ, რომ არც კი ვიცოდეთ ვინ ვართ, რა გვწამს, ვისი გორისანი ვართ, რომ მერე თავად გვითხრან ვინ უნდა ვიყოთ, რა უნდა გვწამდეს, ვის დროშაზე უნდა დავიფიცოთ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღეს, საქართველოს თავიდან აქვს საკუთარი თავი დასაცავი. ოღონდ, ფიზიკურ მტრებთან წინააღმდეგობის გარდა, დღეს იდენტობის შენარჩუნებისთვისაც უწევთ ბრძოლა. მისი თქმით, ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი იდენტობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის და თვითმყოფადობის გადასარჩენად ,,მოგესალმებით ქვემო ქართლის ამაყო ხალხო, აქ, ქვემო ქართლის ისტორიულ მიწაზე, სადაც საქართველოს ისტორიული ბრძოლების უმრავლესობა გაიმართა. ბრძოლები, რომლებმაც […]
კახა კალაძე – ჩვენს მშვიდობიან, მშრომელ ხალხს დღეს ყველაზე მეტად რაც უნდა, ეს არის მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა

კარგად იცით, რა ძალისხმევა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ საიმისოდ, რათა დაცული ყოფილიყო ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და გარე ძალებისგან წახალისებულ შინაურ მტერს ვერ განეხორციელებია ის გეგმები, რასაც ბოლო წლებია გულდასმით ამზადებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსთავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მრავალეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრე და […]
“აქ მოვდიოდი ხელმოსაწერად” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე: 3 დღის წინ პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, ბატონ გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო მოლაპარაკებები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე. ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე ტექნიკური საკითხებია. მე ეს შევძელი, […]
ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას მიუძღვით – 2008 წლის აგვისტოს ომია – ეს ბოროტი ძალა ახლაც არ ცვლის მოქმედების სტრატეგიას და ყველაფრის ფასად ცდილობს ქვეყნის ომში ჩართვას

ბოლო 12 წელი არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი, როცა ქვეყანაში არ ყოფილა ომი და არ დაგვიკარგავს დამატებითი ტერიტორიები, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, რომლის დროსაც ქვეყანაში დამყარდა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დღეს, ქვეყანაში იგი არის ერთადერთი ადამიანი ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო […]
ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის პირველი ოქტომბერი გახდა წყალგამყოფი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის – ქართველი ხალხის თანადგომით ისეთი სახელმწიფოს შენება დავიწყეთ, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა

12 წლის შემდეგ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და თავისუფლებამ, სრულად გათავისუფლდა ბიზნესი და ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი საქმე მშვიდად აკეთონ, დაცულია სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს იცავენ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებს, ადამიანებს გაუჩნდათ ნდობა სახელმწიფოს მიმართ და ზუსტად იციან, რომ ის არათუ დაჩაგრავს, არამედ დაიცავს თითოეულ მოქალაქეს, დაიცავს ომისგან […]
ირაკლი ღარიბაშვილი – ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული

მთავარი დანაშაული, რომელიც სააკაშვილს და მის კრიმინალურ ბანდას ქართველი ხალხის წინაშე მიუძღვით – 2008 წლის აგვისტოს ომია, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ შეგნებულად და გააზრებულად არ ააცილეს თავიდან ქვეყანას და ხალხს, ხოლო ომის ფასი ქართველმა ხალხმა დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციით, ათეულობით ათასი დევნილად ქცეული მოქალაქით, ასზე მეტი დაკარგული სოფლითა და ჩვენი გმირების შეწყვეტილი სიცოცხლით გადაიხადა! ეს არის უპატიებელი […]
“ვოლსკი და სხვები ახლა ბედნიერად არიან, – გილოცავთ!” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

120 ათასი გამომწერი ჰყავს ერთ-ერთ ქოც ბლოგერს იუთუბზე, რომელიც რასიზმს, ჰომფობიას, ვითომდა ბიძინას მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას “ქადაგებს”, ათას ტყუილს და საზიზღრობას ავრცელებს. ჰოდა, ვიცი რომ იაგოს ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, სადაც გამოიკვეთა, რომ გახარია-ხაზარაძის ალიანსი ქმნიდა რეალურ სოლიდურ ძალას, მაგრამ .. ეგოები!!! ეგოები ვერ დაძლიეს ზოგიერთებმა. ჰოდა პასუხს აგებთ თქვენც აწი, რაც მოხდება ყველაფერზე. […]
რუსთაველზე ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს

რუსთაველის გამზირზე ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს, რომლის ჩამოტარების შემდეგ, რუსთაველზე პოლიციელების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. “ქართული ოცნება“ რუსულ ოცნებას ნიშნავს, – ამბობენ დედაქალაქის მთავარ გამზრიზე შეკრებილები. თბილისის ცენტრში ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აპროტესეტებენ. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონია“. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქციაზე და “პასუხი გასცენ “ოლიგარქის“ სამარცხვინო განცხადებას“.
“20 ლარიანი სუს-ის აგენტი ჰყავდათ წინამძღოლად” – ზუგდიდში ანა წითლიძე თავს დაესხნენ

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ანა წითლიძე ამბობს, რომ ბიულეტინების დარიგებისას “ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. წითლიძის მტკიცებით, მათ “წინამძღოლად 20 ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ.“ ზუგდიდში, ბარამიას ჩასახლებაში, ბუკლეტების დარიგებისას ქართული ოცნების აქტივისტები დაგვესხნენ თავს. 20 ლარიანი სუს-ის აგენტი თეონა ქარდავა ჰყავდათ წინამძღოლად“, – წერს წითლიძე.
“ბოდიშს არ მოვიხდით!” – პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეკრებილები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციაზე ახალგაზრდული მოძრაობის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგრნლები იმყოფებიან. ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს, რომელსაც ორი დროშა უჭირავს – ერთი მმართველი ძალის სიმბოლიკით, ხოლო მეორე რუსეთის ფედერაციის. აქციის მონაწილეების მტკიცებით, დღევანდელი მთავრობა პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რაც მათთვის მიუღებელია. რუსთაველის გამზირზე […]