„ღამის სერენადები“ კონცერტებს თბილისში გამართავს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პირველი თბილისური კონცერტის გენერალური რეპეტიცია 13 სექტემბერს აღმაშენებლის 182-ში, ყოფილი მუს კომედიის შენობაში ჩატარდება. რეპეტიციას გამართავენ იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრი ნებიერიძე.რეპეტიციას დაესწრებიან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო. 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის […]

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო ავტომობილებს – სტატისტიკა

2024 წლის რვა თვეში საქართველოში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 125 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 11%-ით, რაოდენობრივად კი 20 ათასი ავტომობილით ნაკლებია. ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, 8%-ით გაზრდილია ავტომობილების რეექსპორტი და იანვარ-აგვისტოში, რამაც 1.48 მილიარდი დოლარი (68 ათასი ავტომობილი) შეადგინა, შესაბამისად იმპორტირებული ავტომობილების 74% საქართველოდან შემდგომ რეექსპორტზე გავიდა. საქსტატის თანახმად, საქართველო ავტომობილების […]

რა ზარალი მიადგა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მაღაროების გაჩერების შემდეგ?

კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი” BM.GE-სთან იმ ზარალის შესახებ საუბრობს, რაც კომპანიას კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები გაჩერების შემდეგ მიადგა. მათი განმარტებით, ჭიათურის საწარმოების 60% გაჩერებულია, შესაბამისად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციით მომარაგება ვერ ხერხდება. ამ პირობებში ხელფასების გადახდა როდემდე იქნება შესაძლებელი, არ იციან. “მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული […]

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ევროკავშირის ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები – Eurostat-ის რეიტინგი

Eurostat-მა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სხვადასხვა პროდუქტისა თუ მომსახურების ფასები მიმოიხილა და ყველაზე ძვირი და იაფი ქვეყნები გამოავლინა. 2023 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასები ლუქსემბურგშია, სადაც პროდუქტისა თუ მომსახურების ღირებულება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 52%-ით მაღალია. ყველაზე იაფი კი პროდუქტი და მომსახურება რუმინეთში ღირს, სადაც ფასები EU-ს საშუალო მაჩვენებელზე 46%-ით დაბალია.

“ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ხალხის აშკარა ნებას” – მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუს კითხვას: “საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არსებობს, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?”, – ასე უპასუხა: მილერის პასუხი: […]

შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს, ახსნას, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე – ხაზარაძე

პარტიის, „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესს აჯამებს და ამბობს, რომ ამ შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს ახსნა-განმარტება პროცესის გულშემატკივრებისთვის. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზარაძე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას. “ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის […]

რუსეთმა უკრაინაში საავადმყოფო და ენერგოობიექტები დაბომბა

19 სექტემბერს, რუსეთმა სამიზნეში უკრაინის ქალაქ სუმის გერიატრიული ცენტრი და ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები ამოიღო. დაბომბვის შედეგად, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა. დღისით მომხდარი თავდასხმის დროს, დამიზნებული რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა. ადგილობრივი ოფიციალური წყაროებით, სუმის გერიატრიულ ცენტრში ამ დროს 211 ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ერთი ადამიანი შეეწირა და 12 დაიჭრა, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტელეგრამზე”. […]

რობერტ ჰაბეკმა გერმანიაში ენერგეტიკული კრიზისის დასრულება გამოაცხადა

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსული გაზის დეფიციტი დაძლია. ამის შესახებ Bild ხუთშაბათს, 19 სექტემბერს იტყობინება. ამ სიტყვებით ვიცე კანცლერმა ოსნაბრიუკის მოქალაქეებთან შეხვედრაზე ისაუბრა. „რუსული გაზის დეფიციტი აღარ არის. აღარ არის გაზის დეფიციტი“, – განაცხადა მან. ჰაბეკის თქმით, გერმანული გაზის საწყობები წინასწარ არის შევსებული, ყველა დაგეგმილი მიზანი მიღწეულია. მინისტრმა გერმანიაში […]

ვაშინგტონმა მოსკოვს და ფხენიანს მორიგი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესა 5 ჯგუფისა და ერთი ინდივიდის წინააღმდეგ, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკრაინაში მძვინვრე ომის დაფინანსებისთვის, სანქციების გვერდის ავლით, გადახდის სისტემების ამოქმედების გამო. ინფორმაცია შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 19 სექტემბერს გამოაქვეყნა. ეს ზომები ასევე აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას დაახშოს ქსელები, რომელთა საშუალებითაც ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების უკანონო იარაღისა და ბალისტიკური სარკეტო პროგრამების […]