“გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ უარს ამბობდა შეთანხმებაზე… მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა” – ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, სოციალურ ქსელში, წერს: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა […]

“შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს” – POLITICO

ევროკავშირი მზად არის, გააუქმოს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს კონტინენტზე თავისუფლად მოგზაურობის უფლებას ანიჭებს, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას გამოცემა POLITICO აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ეს ბრიუსელისა და ევროკავშირის წევრობისთვის ოდესღაც ყველაზე პერსპექტიული ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვანი რღვევის ნიშანია. ხუთშაბათს POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, […]

მამუკა ხაზარაძე – ვწუხვარ, რომ განხილვები დასრულდა, ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას – გახარიას კი შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა

ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მზად იყო, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა შეთანხმებაზე, თუმცა 15:00 […]

ხაზარაძე გახარიასთან შეთანხმებისთვის კვლავ მზადაა და ასახელებს პირობებს, რომლებზეც შეთანხმება შედგა

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც მას გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებებზე წარმოადგენდა, ამბობს, რომ კვლავ მზად არის, ხელი მოაწეროს გაერთიანების შეთანხმებას. ხაზარაძე ასევე ასაჯაროებს გაერთიანებაზე დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ. ხაზარაძე წუხს, რომ შეთანხმება არ შედგა და ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მიზეზად კოალიციის ერთ-ერთი წევრის, ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ დაასახელა, სადაც უკანასკნელი ამბობდა, რომ […]

ხაზარაძე: ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი – საქართველოს უკეთესი, ევროპული […]

მეთიუ მილერი – საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტიდემოკრატიული ქმედებებით

საქართველო შორდება თავისივე გაცხადებულ სურვილს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ანტიდემოკრატიული ქმედებებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. კერძოდ, მან ისაუბრა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ ერთხმად – 84 ხმით მიიღო. მილერის თქმით, კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვებია. “ვიცი, რომ მათ [საქართველოს პარლამენტმა] მიიღეს ის [ანტი-LGBT კანონი], მაგრამ, როგორც ვიცი, ის […]

მიხეილ სააკაშვილი – საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, “დუშკაბინიდან” მიმართვისას, რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი?

საინტერესოა, რატომ არ უთხრა ოლიგარქმა ივანიშვილმა რუსთაველებს, დღეს რუსთავში შეხვედრის დროს, დუშკაბინიდან მიმართვისას, თუ რატომ არ არის დამთავრებული რუსთავ-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალი? , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება. “რატომ არ არის სტუდენტებისთვის მგზავრობა უფასო, საქართველოს მიერ უცხოური სესხებით ნაყიდი ავტობუსებითა თუ მარშუტკებით მგზავრობისას? რატომ აქვთ ივანიშვილისა […]

Fed-მა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა. ამის შესახებ Fed-ის პრესრელიზში წერია. საპროცენტო განაკვეთი ერთ წელზე მეტია, 20-წლიან მაქსიმუმზე იყო და 5,25-5,5%-ს შეადგენდა. მისი მატების პოლიტიკით Fed დასაქმების გაზრდას და ინფლაციის 2%-მდე შემცირებას ცდილობდა. Fed-ის ინფორმაციით, ამ მიზნებისკენ პროგრესს უკვე მიაღწია, თუმცა ინფლაციის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. Fed-ის ხელმძღვანელობის […]

„საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს“ – ირაკლი კობახიძე

„ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთა აქვს, როგორიც 2012 წლის არჩევნებს ჰქონდა“ – განაცხადა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. „მოგესალმებით ჩვენი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს ქვემო ქართლის თითოეული კუთხიდან, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, სომხებს, სხვა ეროვნების ჩვენს […]

მასკის განცხადებით, Neuralink-ის ახალი იმპლანტი უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ მისი კომპანია Neuralink-ის ახალი იმპლანტი Blindsight უსინათლო ადამიანებს მხედველობას დაუბრუნებს. The Blindsight device from Neuralink will enable even those who have lost both eyes and their optic nerve to see. Provided the visual cortex is intact, it will even enable those who have been blind from birth to see […]