ყოფილმა ყარაბაღელმა უფლებადამცველებმა ბაქოს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

მთიანი ყარაბაღის ყოფილმა ომბუდსმენებმა, გეგამ სტეფანიანმა და არტაკ ბეგლარიანმა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ არტაკ ბეგლარიანმა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განაცხადა და განმარტა, რომ სარჩელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ეხება. განმცხადებლებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარმოადგენენ საერთაშორისო ადვოკატები ფრანსუა ზიმერი […]

ევროპის გუნდი VS მსოფლიო გუნდი – დღეს ჩოგბურთში სტარტს როდ ლეივერის ტურნირი აიღებს

ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, როდ ლეივერის სახელობის ტურნირი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ტურნირის ფორმატის თანახმად, ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს გუნდები უპირისპირდებიან. ევროპის გუნდის შემადგენლობა ასეთია: დანილ მედვედევი, კასპერ რუდი, კარლოს ალკარასი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი, გერგ დიმიტროვი. მსოფლიო გუნდის ღირსებას ტეილორ ფრიცი, ფრანცისკო ცერუნდოლო, თანასი კოკინაკისი, ფრენცის ტიაფო, ალეხანდრო ტაბილო და ბენ შელტონი დაიცავენ. როდ ლეივერის […]

“ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო… წამოვედი დადარდიანებული, ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ” – პეტრე კოლხი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას (პეტ­რე კოლ­ხი) შე­სა­ხებ და­ი­წე­რა, რომ მძი­მე სენს ებ­რძო­და. ამის მი­ზე­ზი “ნი­კო­ლო­ზის კი­თხვე­ბის” ბოლო გა­და­ცე­მის ანონ­სი აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც პეტ­რე კოლ­ხის ინ­ტერ­ვი­უ­დან ამო­ღე­ბულ ფრაგ­მენ­ტში ის­მო­და მისი სი­ტყვე­ბი, რომ ემ­ზა­დე­ბო­და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის­თვის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჯერ­ჯე­რო­ბით კოლხს დი­აგ­ნო­ზი დას­მუ­ლი არ აქვს. მისი თქმით, აპი­რებს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ი­ტა­როს უცხო­ეთ­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ მას ძლი­ე­რი […]

წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნული სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო […]

ყოფილი მასწავლებელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს

ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს. ის ფორმულასთან ჰყვება, რომ უკვე 4 წელია მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს. მარიამ ჯუღელის თქმით, სკოლის დირექტორი სამსახურის დატოვებას სთხოვდა, რასაც ის არ ემორჩილებოდა, თუმცა 10 სექტემბერს მასწავლებელი მაინც გაათავისუფლეს. მარიამ ჯუღელმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა და იმედოვნებს, რომ მასზე განხორციელებული ბულინგი და […]

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

დღეს დილით კიევში ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდება. უკრაინის დედაქალაქში ჩასულმა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კიევში მისი მერვე ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა მალე გათბობის სეზონი იწყება, რუსეთი კი უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს განაგრძობს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანახმად, კიევში ჩავიდა […]

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი ორი დღის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. „20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული […]

ზუგდიდში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე – ძალადობის მუხლით დაიწყო. 19 სექტემბერს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, ქართული აგიტატორები ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციონერები ზუგდიდში მოახლეობას შეხვდნენ, სადაც საინფორმაციო ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ. თავდასხმა სიტყვიერი დაპირისპირებიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის […]

კვარაცხელია “იუვენტუსის” წინააღმდეგ – როცა თბილისში “მილანის” ვარსკვლავებს ველით – პარასკევს 3 ქართველია…

კვარაცხელია “იუვენტუსის” წინააღმდეგ – როცა თბილისში “მილანის” ვარსკვლავებს ველით – პარასკევს 3 ქართველია… პარასკევს, 20 სექტემბერს, ქართველი ლეგიონერების სამი შეხვედრაა გამოსარჩევი: იტალია, სერია “ა”, 20:00 სთ: კალიარი – ემპოლი (გოგლიჩიძე. საზონოვი ტრავმირებულია); საფრანგეთი, ლიგა 1, 22:45: ნიცა – სტ. ეტიენი (დავითაშვილი); ესპანეთი, ლა ლიგა 2, 22:30: გრანადა (წიტაიშვილი) – მალაგა. იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში განსაკუთრებული […]

“მის რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა” – “ალ ნასრის” სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა

“მის რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ, ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა” – “ალ ნასრის” სპორტულმა დირექტორმა კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა “ალ ნასრის” სპორტულმა დირექტორმა გვიდო ფიენგამ კრიშტიანო რონალდოს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ფიენგამ ხაზი პორტუგალიელი ფეხბურთელის სათამაშო და პიროვნულ თვისებებს გაუსვა. ფიენგას თქმით, კლუბი რონალდოს რჩევებსა და მითითებებს აუცილებლად გაითვალისწინებს, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]