ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც თბილისის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ, ჯაიანის ადვოკატმა სალომე არდოტელმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ დუმილის უფლებით სარგებლობს. „ბრალი წარედგინა, ის ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, გამოკითხვის ოქმშიც აღნიშნული დაფიქსირდა. მას გამოძიება ედავება, რომ ჩაიდინა 109-ე მუხლით გათვალისწინებული […]
„თბილისი ენერჯი“ – წელს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი – ბოლო პერიოდში უყურადღებობის შედეგად ღიად დატოვებული გაზქურის ონკანები გვხდება, ბოლო 1 თვეში მსგავსი 5 შემთხვევა იყო

წელს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანია გარდაცვლილი, – ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძემ CO-თი ინტოქსიკაციის შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირაში“ განმარტა, განვლილი წლებში მომხდარი უბედური შემთხვევების 90-95 % ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინებში ხდებოდა, 5-10 % კი იმ ბინებში, რომლებიც მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში გააჩნდათ. „გასულ წლებში, შემოწმების შედეგად […]
The Guardian: რუსი სამხედროები მოელოდნენ უკრაინის იერიშს კურსკის ოლქში

რუსი სამხედროები თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ უკრაინის შესაძლო თავდასხმისთვის კურსკის ოლქში. ამას ადასტურებს დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის სპეცრაზმმა ჩაიგდო ხელთ. დოკუმენტებს გაეცნენ ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტები. დოკუმენტები ეკუთვნის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფსბ-ს და არმიას და ისინი ამოიღეს რუსეთის ტერიტორიაზე სპეცრაზმის რეიდის დროს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საბუთები მან უკრაინელი სამხედროებისგან მიიღო და დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს მათ […]
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ფარდულში ჰქონდა მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, ცაცხვის სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი […]
პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ […]
წითლიძე: თავდასხმაში ოცნების 100-ზე მეტი ტიტუშკა მონაწილეობდა, მათ შორის საჯარო მოხელეები

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მას და მისი გუნდის წევრებს 100-ზე მეტი ქართული ოცნების მხარდამჭერი დაესხა თავს, მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც. ანა წითლიძემ ბრიფინგზე თავდასხმაში მონაწილე პირების ვინაობა დაასახელა. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ნათესავია. “საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ მშვიდად და წყნარად ვარიგებდით […]
“თუ არჩევნები გაყალბდა, მოგვიწევს, რიგი სანქციები გავატაროთ, მათ შორის, შევაჩეროთ ვიზალიბერალიზაციაც” – ჰერჩინსკი

საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში ადასტურებს. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ახლა ევროკავშირი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს ელოდება და თუკი ეს პროცესი გაყალბდა, EU საქართველოსთან მიმართებით შეზღუდვებს აამოქმედებს, მათ შორის საუბარია ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც. კანონები, რომელიც საქართველომ მიიღო, ზრდის დისტანციას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. ახლა ყველაფერი […]
ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა

ევროპარლამენტმა ოპოზიციის ლიდერი ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა. პრესრელიზის ტექსტის მიხედვით, ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 309-მა დეპუტატმა, 201 წინააღმდეგი იყო, ხოლო 12-მა დეპუტატმა თავი შეიკავა, იუწყება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო (RFI). ოფიციალური მონაცემებით, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ნიკოლას მადურომ 28 ივლისს არჩევნებში გაიმარჯვა და გონსალესს თითქმის 8 პროცენტით გაუსწრო. თუმცა ოპოზიციამ გამოაქვეყნა თავისი გათვლები, რის […]
ბჟანია აფხაზებს ურჩევს, არ აიღონ თბილისის მიერ შეთავაზებული „ნეიტრალური პასპორტები“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი არავის ურჩევს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემოღებული „ნეიტრალური პასპორტების“ აღებას. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას” ცნობით, ინტერვიუში, რომელიც აფხაზური ტელევიზიის ეთერში 19 სექტემბერს, საღამოს გავიდა, ბჟანიამ თქვა, რომ „ძალიან გააკვირვა” ადგილობრივი „პარლამენტის” ყოფილი დეპუტატის, ლეონიდ ჩამაგუას განცხადებამ, რომ აფხაზებმა „ნეიტრალური პასპორტებით“ უნდა ისარგებლონ. გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ მოსკოვმა ზოგიერთ „ურჩ” […]
ცნობილია, როგორ იმოქმედა სექტემბრის გამარჯვებებმა ნაკრების FIFA რეიტინგზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში 4 ადგილით წაიწია წინ და ამჟამად მე-60 პოზიციას იკავებს. საქართველოს წინსვლაზე დადებითად იმოქმედა ერთა ლიგის ჯგუფში მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ. საქართველომ რეიტინგში გადაასწრო ერთა ლიგის ჯგუფში მის უშუალო კონკურენტ ალბანეთს (67), თუმცა კვლავაც ჩამორჩება ჩეხეთს (46) და უკრაინას (24). რეიტინგის პირველ ადგილზე კვლავაც მსოფლიოსა და სამხრეთ ამერიკის მოქმედი ჩემპიონი არგენტინაა, მეორე […]