რა პროდუქტებს აერთიანებს თიბისი ბიზნესის სხვადასხვა ნაკრები

ქართულ ბაზარზე ინოვაციური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების დამკვიდრება თიბისის მრავალწლიანი ტრადიცია და ყოველდღიური ზრუნვის საგანია. ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ ნებისმიერ ბიზნესს მაქსიმალურად მოქნილი და მიზნობრივი პროდუქტი შესთავაზოს. თიბისის სტრატეგია მკაფიოა – მომხმარებლისთვის ბიზნეს საქმიანობის გამარტივება. ბიზნეს სეგმენტების კომერციული მართვის სერვის ექსპერტი, ნატო სიდამონიძე, ამ ფაქტს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს: „ნებისმიერი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ბიზნეს საქმიანობის მართვა […]

სამშენებლო კომპანიათა 57% მეოთხე კვარტალში გაყიდვების ზრდას ელის – BAG ინდექსი

მშენებლობის სექტორში 2024 წლის III კვარტალში კომპანიათა 71%-ში გაყიდვების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა 2024 წლის IV კვარტლისთვის კომპანიათა 57% მოელის, რომ მათი გაყიდვების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. მიმოხილვის თანახმად, გაყიდვების მხრივ, სექტორებს შორის, 2024 წლის III კვარტლის მდგომარეობას ყველაზე პოზიტიურად მომსახურების სექტორში აფასებენ, თუმცა მათი 23% თვლის, რომ გაყიდვები შემცირდება […]

„ქართული ოცნება“ – არჩევნების მოახლოებამ უფრო გაააქტიურა უცხოური ძალების მიერ წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გივი მიქანაძე წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის, ამომრჩეველზე ზემოქმედების, ძალადობის, მუქარის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბრობს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გაააქტიურა უცხოური ძალების მიერ წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა, პარტიების დიალოგში ჩაბმა და მისი პოზიციონირება შეიძლება […]

გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული პირი, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დარჩო ხეჩუაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ხეჩუაშვილი საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება. მსჯავრდებულზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წელს დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში […]

პაველ ჰერჩინსკი – თუ არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები – ის, რაც წარსულში სხვა ქვეყნებთან, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით გავაკეთეთ

მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ აქამდე არ მივალთ, მაგრამ თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დამკვირვებლად საერთაშორისო […]

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა

UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ნომინანტები დაასახელა. ესენი ჰარი კეინი, ფლორიან ვირცი, ჯეიმი ბაინო-გიტენსი და ანტუან გრიზმანი არიან. პირველმა მათგანმა ზაგრების “დინამოს” პოკერი შეუსრულა, ვირცმა “ფეინოორდს”, ხოლო ბაინო-გიტენსემა “ბრიუგეს” დუბლი შეუსრულეს. რაც შეეხება გრიზმანს, ფრანგმა “ლაიფციგთან” გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ უთქვამს: „ნეტავ ერთად ვიყოთ“- პრეზიდენტს უარი ვერ უთხრეს. გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდათ, ხმები დაეკარგათ, – ასე აფასებს პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე იმ ფაქტს, რომ „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათი ამომრჩევლები შეხმატკბილებულები არ არიან […]

18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 18 სექტემბრიდან ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, […]

ლევან ბეჟაშვილი – „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ

“ქართული ოცნება” აგებს არჩევნებს, აღნიშნულზე მეტყველებს მათი რიტორიკა და ის ძალადობა, რომელსაც ახორციელებენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე საუბრისას განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, კვლევამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოკვეთა, კერძოდ, ის, რომ კოალიციურ მთავრობას ექნება საკმარისი ხმების რაოდენობა […]

5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ ცხადდება – საწყისი ფასი 37 მილიონი ლარი იქნება

5G-ის დასანერგად აუქციონი მეორედ ცხადდება – საწყისი ფასი 37 მილიონი ლარი იქნება კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის – 5G-ის დასანერგად აუქციონი უკვე მეორედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო. ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ […]