კოკოითი საქართველოს რუსეთ-ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოში“ შესვლას სთავაზობს

სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ საქართველო უნდა შეურთდეს რუსეთისა და ბელარუსის „სამოკავშირეო სახელმწიფოს“. მისი თქმით, ეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის კონფლიქტს მოაგვარებს. „მე პირადად გამოვდივარ ამ სიტუაციის მოგვარების მშვიდობიანი და კომპრომისული ვარიანტით: როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრისტიანული რესპუბლიკები, შევიდეთ რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში“, – […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. სხდომას ესწრება ბრალდებული ჯაიანიც. მას ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, […]
„ამერიკის ხმა“ – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

ამერიკის შეერთებულ შტატებს „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი აქვს შემუშავებული და მის დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით „ამერიკის ხმა” ავრცელებს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია “ამერიკის ხმას” აშშ-ის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. აქვე აღნიშნულია, რომ სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის […]
ხაზარაძემ ის 9 პუნქტი გაასაჯაროვა, რომელზეც კონსულტაციების დროს, გახარიასთან შეთანხმდა

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ის 9 პუნქტი გაასაჯაროვა, რომელზეც პრეზიდენტთან კონსულტაციების დროს, გიორგი გახარიასთან შეთანხმდა. “ეს იყო რაზეც შევთანხმდით: 1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით – 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის “ქართული ქარტია”; 2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია “ქართულ ოცნებასთან” და […]
ამერიკის ხმა: აშშ-მა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

ამერიკის ხმის ინფორმაციით, შტატებს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. ამერიკის ხმის ცნობით ეს ინფორმაცია, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის 2 პირმა და ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა კიდევ 2 წყარომ დაუდასტურა. ამერიკის ხმის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები მუშაობენ. როგორც წყარო ამბობს, აქვთ ინფორმაცია, რომ […]
პრეზიდენტმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი გიორგი შანიძეა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი შანიძემ საპატიმრო უკვე დატოვა და ,,ტვ პირველთან” განაცხადა: ,,ძაან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. მიხარია და ჯერ ცოტა შოკში ვარ”
ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმის საქმეზე პოლონეთში მერვე ეჭვმიტანილი დააკავეს

პოლონეთის პროკურატურამ რუსეთის ოპოზიციის ლიდერ ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმის ხელმძღვანელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა. ანატოლი ბ. სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა, სულ საქმეში 8 ეჭვმიტანილი ფიგურირებს, – ნათქვამია ანგარიშში. საუბარია სავარაუდოდ ადვოკატ ანატოლი ბლინოვზე, რომელსაც ანტიკორუფციულმა ფონდმა ადრე უწოდა ვოლკოვზე თავდასხმის ორგანიზატორი. ბლინოვის დაკავების შესახებ წინა დღეს გახდა ცნობილი. იმ დროს, არ იყო ცნობილი, რა მუხლით […]
Raiffeisen-მა გააფორმა ხელშეკრულება ბელარუსში შვილობილი ბანკის გაყიდვის შესახებ ინვესტორზე UAE-დან

Raiffeisen-მა გააფორმა ხელშეკრულება ბელარუსში შვილობილი ბანკის გაყიდვის შესახებ ინვესტორზე UAE-დან Raiffeisen Bank International AG (RBI)-მ გააფორმა ხელშეკრულება არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორთან, Soven 1 Holding Limited-თან, რომ მიჰყიდოს მას ბელორუსული Priorbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების 87.74%-იანი წილები – ნათქვამია RBI-ის პრესრელიზში. ტრანზაქცია, რომელიც ჯერ კიდევ ექვემდებარება მარეგულირებელ დამტკიცებას, სავარაუდოდ, 2024 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. ამ ტრანზაქციის […]
პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, […]
ზელენსკი: უკრაინის “გამარჯვების გეგმა” პარტნიორების სწრაფ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული

უკრაინის “გამარჯვების გეგმა” ამ წელს მოკავშირეების სწრაფ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს. კიევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი სტუმრობს. ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ უკრაინა გეგმავს ევროკავშირის მიერ სესხის სახით შემოთავაზებული მილიარდობით დოლარი საჰაერო თავდაცვის, ენერგეტიკისა და იარაღის შიდა შესყიდვებისთვის გამოიყენოს. უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის გამარჯვების გეგმაზეც ისაუბრა და მის […]