კოლსი: საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით EU-სგან გადამწყვეტ რეაგირებას ვითხოვთ

ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც 30-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისარ ვარჰეის მიმართა და საქართველოს მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირისგან გადამწყვეტი რეაგირება მოითხოვა. კოლსი აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში გადამწყვეტი მომენტია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ EU-სა და რუსეთს შორის რეგიონში გავლენისთვის გეოპოლიტიკური შეჯიბრი მიმდინარეობს. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში შექმნილი საგანგაშო სიტუაციის ფონზე არჩევნებზე […]

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე

ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი. არ მესმის, ეს საკითხი რატომ დაიძრა. დღეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე გადის ქვეყნის ბედი და ეს ქვეყნის ბედი არავის სათამაშო არ არის, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. სამადაშვილის […]

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს პატიმრობა შეეფარდა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდება ბექა ჯაიანისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც დაცვის მხარემ სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილებას მოსამართლეს მიანდობენ, რასაც ბრალდებულიც დაეთანხმა. წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე […]

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ფუნქციონირებას აჩერებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს”. მათივე განცხადებით, GEO-ს გუნდი მუშაობას გააგრძელებს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. „ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა. ამ დროის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების დახმარებითა და საჯარო სტრუქტურების ჩართულობით განვახორციელეთ არაერთი […]

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, – წერს […]

ახალ ევროპარლამენტში ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ

ახალარჩეულ ევროპარლამენტში პლენარული სესიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს. „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ – ასე ჰქვია ბორელის მოხსენებას. ნეტგაზეთის ინფორმაციით, განიხილება ამავე საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებაც. ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მოლდოვაზეც – „მოლდოვას მედეგობის გაძლიერება რუსეთის […]

“პუტინს სამხედრო ძალების გაზრდა 180 ათასი ადამიანით სურს” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 19.09.2024]: – პუტინს სამხედრო ძალების გაზრდა 180 ათასი ადამიანით სურს. ომის დაწყებიდან დღემდე მან 130 ათასითა და 170 ათასი პერსონალით გაზარდა სამხედრო ძალების შემადგენლობა. ბოლო ზრდა კი ცოცხალი ძალის სერიოზულ დეფიციტს უკავშირდება, რომელიც ერთდროული, სინქრონიზებული და მრავალმიმართულებიანი იერიშების საშუალებას არ აძლევს რუსეთს. – […]

საერთაშორისო ჯილდო ირმა ნიორაძეს

პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძეს საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ქართველი მოცეკვავე დაჯილდოვდა როგორც მსოფლიო ქალი ლიდერი საბალეტო სფეროსა და კულტურულ-შემოქმედებითი მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის. ეს საერთაშორისო ჯილდო “ვინ ვინ არის” სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ და წარმატებულ პიროვნებებს აქვთ მიღებული. ირმა ნიორაძე 35 წელია წარმატებულ საბალეტო კარიერას აგრძელებს, მან ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა.

ისრაელმა ბეირუთს დაარტყა. სამიზნე ჰეზბოლას მეთაური იყო

ისრაელის თავდაცვის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე. დარტყმის სამიზნე რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას სპეცოპერაციების მეთაური იბრაჰიმ აკილი იყო. დაჯგუფება აღიარებულია ტერორისტულად აშშ-სა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის არმიის F-35-მა გამანადგურებელმა ორი რაკეტა ესროლა დაჰიას ტერიტორიაზე მდებარე შენობას. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, იერიშის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და […]

„მიხარია, ჯერ ცოტა შოკში ვარ“ – გიორგი შანიძე

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელიც პრეზიდენტმა დღეს, 20 სექტემბერს, შეიწყალა, გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. „ტვ პირველთან“ საუბარში შანიძე მადლობას უხდის პრეზიდენტს შეწყალებისთვის და ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკური იყო. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. მიხარია. ჯერ ცოტა შოკში ვარ. დავისაჯე იმისთვის, […]