რუმინეთში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონის ფერმერები ამბობენ, რომ გაკოტრება ემუქრებათ

რუმინეთში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონის ფერმერები ამბობენ, რომ გაკოტრება ემუქრებათ რუმინელი ფერმერები, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგიონიდან, უზარმაზარ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ რომ გაკოტრება ემუქრებათ. ამის შესახებ Digi24 იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. წყალდიდობის უმძიმესი პერიოდის შემდეგ გალათის ჩრდილოეთ საგრაფოში, რომელიც არის მოლდოვას უკიდურესი სამხრეთით და უკრაინის ოდესის რეგიონთან, წყალი კვლავ დგას ათასობით ჰექტარ მინდორზე. წყალდიდობის […]
გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ ითამაშა სასტარტოში – “ემპოლიმ” “კალიარის” სძლია

სერია A-ს მეხუთე ტურში „ემპოლიმ“ გასვლაზე „კალიარის“ 2:0 მოუგო. სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ზედიზედ მესამედ დააყენა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ძირითად შემადგენლობაში და ქართველმა იმედები ისევ არ გაუცრუა. გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი გარჯა კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.2, whoscored 7.0, sofascore 6.6. „ემპოლი“ ამ მომენტისთვის 9 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 24 სექტემბერს […]
გია ხუხაშვილი ხაზარაძე-გახარიაზე – ეს მოლაპარაკებები 1 თვით ადრე რომ დაწყებულიყო, ამ ერთობის შანსები ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა, დაგვიანდა უბრალოდ – ახლა მტყუან-მართლის გარჩევა ყველაფერს აზიანებს

ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებით, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმების არ მიღწევის მიზეზია ცოტა დრო და მხარეებს შორის ნდობის არ არსებობა. როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, იმის გარჩევა თუ ვინ არის მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებელი, ყველაფერს აზიანებს. „ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. მოლაპარაკებები ზოგჯერ შეთანხმებით მთავრდება, ზოგჯერ არა. ასეთი რამ ხშირად ხდება. მტყუან-მართლის გარჩევა ყველაფერს […]
2008 წლის ომი იყო ომამდე გაყიდული და ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა – ეს იყო ქართული სახელმწიფოს ღალატი
„მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი ჯარი მიატოვა და ეს ხალხი დღეს ომზე გვესაუბრება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ საქართველოში და ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა. „2008 წლის ომი იყო ომამდე გაყიდული და ეს მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა – ეს იყო ქართული […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია, – ამის შესახებ ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომის დასეულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. “ბრალდების მხარის პოზიცია იყო შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ხოლო დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს. ეს […]
„სანქციები და სხვა ზომები არჩევნების არადემოკრატიულობის შემთხვევაში“ – 30 ევროპარლამენტარი ვარჰეის მიმართავს

ევროპარლამენტის 30 წევრი ევროკომისარ ილივერ ვარჰეის მიმართავს საქართველოს თაობაზე. მიმართვაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ბრიუსელისგან საქართველოს არჩევნებზე უფრო ძლიერ რეაგირებას ელიან, მათ შორის დამატებითი დამკვირვებლების გაგზავნას, როგორც არჩევნებამდე, ასევე მათ შემდეგ. ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ეს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ურთიერთობებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან. მიმართვაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის „ქართული ოცნების […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე […]
კომპანიათა 64% მომავალ 6 თვეში ლარის კურსის ცვლილებას არ ელის – BAG

2024 წლის III კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობა (64%) არ ელის მომავალი 6 თვეში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის ცვლილებას, იმ კომპანიების წილი კი, რომლებიც გაუფასურებას ელიან 28%-ია, ხოლო მათი, ვინც გამყარებას ვარაუდობს – 8%. ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. 2024 წლის II კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა (40 პროცენტული პუნქტით) იმ კომპანიების წილი, რომლებსაც […]
კახა კალაძე იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელებს თბილისის აეროპორტში დახვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ლეგენდებს თბილისის აეროპორტში დახვდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ თბილისში ხვალ დაგეგმილ ლეგენდების მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ამ მატჩზე დასწრება ძალიან საინტერესო და ემოციური იქნება. „სასიმოვნოა, რომ ხვალ გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, საღამოს 7 საათზე. ქართველ გულშემატკივარს, ვფიქრობ, საინტერესო საღამო ელოდება დედაქალაქში. […]
30 ევროპარლამენტარი ოლივერ ვარჰეის – არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო ქვეყნის კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს

არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში საქართველოს მაღალჩინოსნები უნდა დასანქცირდნენ, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი გადაიხედოს, – ამის შესახებ 30 ევროპარლამენტარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართავს. აღნიშნულ წერილს ერთ-ერთი ხელმომწერი, ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი (ლატვია) სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. კერძოდ, არჩევნების დემოკრატიულობის შელახვის შემთხვევაში ევროპარლამენტარები ევროკავშირს 4 ქმედებას სთავაზობენ: ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეწყვეტას; საკვანძო […]