დღეს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა […]
ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა

ბეირუთში, ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაური დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰეზბოლა“ ავრცელებს. „ჰეზბოლას“ განცხადებით, გუშინ, ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, ისრაელის სარაკეტო დარტყმას დაჯგუფების უფროსი მეთაური, იბრაჰიმ აქილი ემსხვერპლა. „ჰეზბოლას“ ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად, დაჯგუფების 14 წევრი დაიღუპა.
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით მალე დასრულდება. ბაღში საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი სრულად მოეწყო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ […]
21 სექტემბერს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღე აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ქალაქ თელავში, მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ბაზაზე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებს იუბილე მიულოცა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით, ტერიტორიული რეზერვი ეროვნული გვარდიის პრიორიტეტული მიმართულებაა […]
მართლმადიდებლები ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობას ზეიმობენ

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან […]
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტურ სამყაროს და საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტურ სამყაროს და საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო შიიტურ სამყაროს სიკეთეს, მშვიდობას და წარმატებას უსურვებს. “შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენ დღეს. შიიტი მუსლიმები ერთდროულად ორ დღესასწაულს აღნიშნავენ – წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, რომელიც […]
ვასო ურუშაძე – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, აუცილებლად ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია და 5000-დე სამუშაო ადგილს შექმნის

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული საკითხების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, აუცილებლად ააშენებენ მიწისქვეშა გაზსაცავს, რომელიც იქნება 750 მილიონიანი ინვესტიცია და 5000-დე სამუშაო ადგილს შექმნის. „ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, რომელიც გვპირდებოდა კომუნალური გადასახადების განახევრებას, კომერციული ტარიფი გაიზარდა 54 თეთრით, საუბარია ბუნებრივ აირზე. ახლა ჩვენ ვაზიანში ვიმყოფებით, სადაც უნდა აშენებულიყო მიწისქვეშა გაზსაცავი, […]
23 სექტემბრიდან ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი იწყება

23 – 27 სექტემბერს ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის II სეზონის პროგრამა ათ საკონკურსო, ოთხ არასაკონკურსო სპექტაკლსა და ოთხ მასტერკლასს მოიცავს. ფესტივალის მეორე სეზონში მონაწილე თეატრები: საკონკურსო ფორმატი: 🇧🇷1. ბრაზილია – თეატრი – CIA CASA PASSARINHO 🇪🇸 2. ესპანეთი – The Minusmal Project 🇰🇿 3. ყაზახეთი – ალმათის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 🇵🇱 […]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან, ალექსანდრ ტიგაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დარახველიძემ ალექსანდრ ტიგაის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან […]
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 11 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 5 რაკეტა და 11 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 25 საჰაერო ობიექტი გაუშვეს. რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს 4 „ისკანდერ-მ“ ბალისტიკური რაკეტითა და ხუთი Х-59/69 მართვადი რაკეტით დაარტყეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვა დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავის, ოდესისა და ნიკოლაევის […]