მექსიკის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

მექსიკაში, გვადალახარას ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიქეტი დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს და წერს, რომ მფრინავი ობიექტი ერთ ადგილას იყო გაჩერებული. მისი ნახვა ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლო. ადგილობრივებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება ტელეფონის ვიდეოკამერით შეძლეს, რის შემდეგაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ მფრინავი ობიექტი დღისით შენიშნეს, ადგილობრივებმა სხვადასხვა რაკურსიდან საკმაოდ მკაფიო კადრების […]
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი ამ უქმეებზე დიდ სიხარულს იგრძნობს

ეს შაბათ-კვირა განსაკუთრებით წარმატებული იქნება ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისთვის. წინ საოცარი მომენტები გელით, რომლებიც თქვენს დღეებს სიხარულითა და ენერგიით აავსებს. ვერძი თქვენი შაბათ-კვირა სავსე იქნება ნათელი შთაბეჭდილებებითა და დინამიური მოვლენებით. დროის აქტიურად გატარების სურვილი გაიღვიძებს თქვენში და გექნებათ ამ სურვილის ასი პროცენტით რეალიზების შანსი. სპონტანური გადაწყვეტილებები მოულოდნელად სასიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანს. ტყუპები განსაკუთრებით თბილი და ხალისიანი იქნება […]
“დღეს ისევ ის პატარა “კალა” ვარ” – ვეტერანი ფეხბურთელების კომენტარები მატჩამდე

დღეს, 21 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრები “მილანის” ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მატჩამდე ვეტერანმა ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. ლევან კობიაშვილი: “მოხარული ვართ, რომ შევძელით და ქართველი გულშემატკივრების წინაშე ლეგენდარული ფეხბურთელები წარსდგებიან, როგორც ქართველი, ასევე “მილანის” ვარსკვლავები… კახა კალაძის დიდი დამსახურებაა, საქართველოში “მილანს” უამრავი გულშემატკივარი რომ ჰყავს… არ ვიცი, მოთამაშეები რამდენად ვისიამოვნებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, […]
ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET) დირექტორთა ბორდის წევრს კამერონ ქვინს შეხვდა, რომელიც ვირჯინიის შტატის ფეარფექსის ადმინისტრაციული ერთეულის მთავარი საარჩევნო მოხელე იყო. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო ტექნოლოგიები ღიაობისთვის“ (OSET), რომელიც ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს, ამ მხრივ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით დაინტერესდა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის […]
სამართალდამცავმა მეზობელს ჯერ სცემა, შემდეგ მოკვლით დაემუქრა – მას ბრალი უკვე წარუდგინეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავი ამხილა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალი წარუდგინა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადების თანახმად, დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. […]
ის “მარშრუტი”, რომელიც მაიკლ როთისთვის ზოგადად მიმზიდველია – საქართველოსთვის მუდამ დაკეტილი იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მაიკლ როთის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს უშვებს ხელიდან და ამიტომ, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ამ მომენტისთვის დაკეტილია. ექსპერტის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კარის 2023-მდე დახურვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის თუ სტეუქტურის მხრიდან მხრიდან. „მაიკლ როთის აქედან წასვლის შემდეგ მართლაც მოგვიწევს […]
ალისონმა ამ საქციელით “ლივერპულის” ფანები და ფეხბურთელები გააოცა – მეკარეზე, რომელიც მამარდაშვილმა უნდა შეცვალოს, ბევრს საუბრობენ [VIDEO]

“ლივერპულის” მეკარე ალისონმა წვერი გაიპარსა და თავისი ამ საქციელით “მერსისაიდელთა” ფანები და ფეხბურთელები გააოცა. მოგეხსენებათ, “მერსისაიდელთა” კიპერი ძალიან დიდი ხანია წვერით ასპარეზობას და მისი ასეთი სახით დანახვა მეტად უცნაური გახდა. ამ ფაქტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. “ლივერპულის” გულშემატკივრები ბეკერის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ და აღნიშნავენ, რომ მას წვერი არ უნდა გაეპარსა. შეხსენებისთვის, “ლივერპულში” მომდევნო […]
რუსული კანონის გამო ორგანიზაცია GEO, როგორც NGO ფუნქციონირებას აჩერებს და შპს-დ გადაკეთდება

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO (GEO), რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობას 2015 წლიდან ეწეოდა, რუსული კანონის გამო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციად, ფუნქციონირებას აჩერებს. GEO-ს გუნდი მუშაობას მუშაობას გააგრძელებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – GEO Outlook LLC “დაარსების დღიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მცირედი წვლილი მაინც შეგვეტანა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებასა და ისეთი სტანდარტების დამკვიდრებაში, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების […]
ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე სამართალდამცავია მხილებული

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, სამეგრელოს რეგიონში, მოქალაქის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, 2022 წლიდან მის მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა. აღნიშნული […]
აშშ-მა სომხეთის დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა – ბლინკენი

აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება, – სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამ მნიშვნელოვან დღეს, აშშ სომეხი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართ მტკიცედ ერთგული რჩება. ჩვენ მძიმე გამოწვევების პერიოდში სომხეთის ერთგულებას ანგარიშვალდებული […]