მექსიკის ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს

მექსიკაში, გვადალახარას ცაზე ამოუცნობი მფრინავი ობიქეტი დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს და წერს, რომ მფრინავი ობიექტი ერთ ადგილას იყო გაჩერებული. მისი ნახვა ასობით ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეძლო.
ადგილობრივებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირება ტელეფონის ვიდეოკამერით შეძლეს, რის შემდეგაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. გამომდინარე იქიდან, რომ მფრინავი ობიექტი დღისით შენიშნეს, ადგილობრივებმა სხვადასხვა რაკურსიდან საკმაოდ მკაფიო კადრების გადაღება შეძლეს.
ზოგიერთი მათგანი სოციალურ ქსელში ამტკიცებდა, რომ 2 ამოუცნობი ობიექტი ნახეს, ერთი ჰაერში გაუნძრევლად იყო გაჩერებული, ხოლო მეორემ ძალიან სწრაფად გაიფრინა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“