ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო – ფულისთვის

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სლოვაკეთისთვის იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკისოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, პუტინთან ჩრდილოვანი შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა. „ჩვენ მას შევთავაზეთ […]
პეტრ პაველი – ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის

პეტრ პაველი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები. “გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება განხილულიყო ბოლო მოვლენები. მან ინფორმაცია მომაწოდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და […]
ისრაელმა აღიარა, რომ თეირანში მან მოკლა ჰამასის ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა 23 დეკემბერს აღიარა, რომ ისრაელმა მოკლა ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, წლის დასაწყისში. კაცმა მუქარა გამოთქვა, რომ “თავს წააცლის” იემენელი მეამბოხეების ჰუთიტების ხელმძღვანელობას. „ჰუთიტებს მძლავრად დავარტყამთ… და თავს წავაცლით მათ ხელმძღვანელობას – ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიეს, სინვარის და ნასრალას შემთხვევაში თეირანში, ღაზასა […]
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ გამახსენდა მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი, რომელთა ქცევა მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევდა
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და ქცევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ჩნდება ეჭვი, რომ სალომე ზურაბიშვილის ქცევა, სულ ცოტა, ნორმალურობის ფარგლებს არის გაცდენილი. „დასრულდა სალომე ზურაბიშვილის მორიგი ბრიფინგი. ნუ, რა გითხრათ – მსოფლიო პრაქტიკაში ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ლიდერების ქცევა (განსაკუთრებით მათი მმართველობის […]
ზვიად ძიძიგური – დღეს უკვე დაიწყეს საუბარი, ტრამპის ადმინისტრაციის დიდი იმედი მაინც და მაინც არ უნდა გვქონდესო, იციან ვერანაირი ურთიერთობა ვერ დალაგდება – ნელ-ნელა დაიწყებენ მუშაობას „ევრაზიულ კავშირზე“ ან „3+3“ ფორმატზე

“ქართული ოცნების” ამომრჩეველმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ევროკავშირისკენ სვლას. 28 ნოემბერს კობახიძის გაკეთებულ განცხადებას წინასწარ ამზადებდნენ პიარულად, მუშაობდნენ, რომ ხალხი შეემზადებინათ ფსიქოლოგიურად, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ძიძიგურის ვარაუდით, ცოტა ხანში “ქართული ოცნების” ლიდერები სხვა კავშირებზე დაიწყებენ საუბარს და საზოგადოებას ევრაზიის კავშირს ან 3+3 […]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოცემულ სპეციალურ გაფრთხილება-რეკომენდაციაში მოქალაქეებს მოუწოდა, ბელარუსი დატოვონ. „ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებურად გამოყენებისა და დაკავების საფრთხის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარდაჭერის, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ბელარუსში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ურჩევენ, მოერიდონ საჯარო დემონსტრაციებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, […]
შიდა ბაზარზე გაყიდვები 70%-ითაა შემცირებული, რეალიზაციის მხრივ, პანდემიის პერიოდზე უარესი სიტუაციაა – ფაფრის ველი

ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ საახალწლო პერიოდის მიუხედავად, გაყიდვები შემცირდა, რაც ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას უკავშირდება. როგორც ღვინის მწარმოებელ კომპანია „ფაფრის ველში“ BMG-ის განუცხადეს, მათ შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების კლება 70%-ია. კომპანიის დამფუძნებლის, შალვა ქურდაძის განცხადებით, რეალიზაციის შემცირება თავის მხრივ, სტუმართმასპინძლობის სექტორში მოთხოვნის კლებას და მომხმარებლის ნაკლებ აქტიურობას უკავშირდება. „ქვეყანაში შექმნილი ვითარება პირველ რიგში, შიდა გაყიდვებს […]
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა

საბერძნეთის სუპერლიგის მეთექვსმეტე ტურში “ოფიმ” სახლში “ვოლოსს” 4:0 მოუგო, მასპინძელთა გუნდის მარჯვენა გარემარბმა ლევან შენგელიამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა. შენგელია 81-ე წუთზე შეცვალეს. ლევანის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 14 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასია. “ოფი” 20 ქულით მეშვიდე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 5 იანვარს სალონიკში “არისთან” ჩაატარებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმები ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შეიწყალა. ინფორმაცია ბათუმელებს ოჯახმა დაუდასტურა. მათი ცნობით, ძმებმა წულუკიძეებმა საპატიმრო უკვე დატოვეს. პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს გამოსცა და წულუკიძეების გარდა, კიდევ 7 მსჯავრდებული შეიწყალა. ძმები რევაზ და ფირუზ წულუკიძეები 2021 წლის აპრილში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მათ ჯგუფურად იძალადეს და […]
მაკკოლი: “მარიონეტების კორუმპირებული ოსტატი” ბიძინა ივანიშვილი აქამდე უნდა დასანქცირებულიყო

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების და “მარიონეტების ოსტატის” ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხნის წინ უნდა დაწესებულიყო. ის ამის შესახებ პლატფორმა “X”-ზე წერს. “საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია უნდა დაწესებულიყო. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, […]