“ბღუჯა თმა ამაგლიჯა” – ჟურნალისტი ელისო ჯანაშია ამბობს, რომ „ოცნების“ აქტივისტი თავს დაესხა

ფოთელი ჟურნალისტი და სოციალური საწარმო „ლიმენას“ დამფუძნებელი ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ნინელი კულონავა თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალმა, მას თმა მოგლიჯა და სკალპი დაუზიანა. ელისო ჯანაშიას სასწრაფო დახმარება დასჭირდა. შემთხვევა ფოთში, სოციალური საწარმოს ოფისთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ ნინელი კულონავა სოციალური საწარმოს […]
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 26-ე დასრულდა. გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც “თბილსერვისის” ჯგუფი დასუფთავების სამუშაოებს დაასრულებს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
რა კავშირშია სერბეთში დაწყებულ პროტესტთან ანაკლიაში გამარჯვებული ჩინური კომპანია

გუშინ, 22 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა. აღნიშნული აქცია იყო საპროტესტო მოძრაობის ნაწილი, რომელიც სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ჯამში 15 ადამიანი ემსხვერპლა. რა ხდება? სიდიდით მეორე ქალაქის, ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას სერბეთში […]
„ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ“ – ლევან დავითაშვილი

„ჩვენი ამოცანა არის ევროინტეგრაცია, ჩვენი პოლიტიკური კურსი არის დასავლეთისკენ და ამასვე ითხოვენ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დღეს მონაწილეობენ პროტესტში. აქედან გამომდინარე, როდესაც ფუნდამენტურ საკითხში არ გვაქვს პრინციპული განსხვავება, შეგვიძლია, დიალოგის რეჟიმში მეტად მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია. ამ შემთხვევაში, განსხვავება გვაქვს იმ გზასა და მეთოდზე, თუ როგორ ვაღწევთ ამ შედეგს. ვფიქრობ, რომ დიალოგის რეჟიმში შეიძლება ჩვენს […]
არსებული კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია – დუდა

საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს ვესაუბრე , – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა პლატფორმა X-ზე წერს. როგორც ანჯეი დუდა აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. “კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ურყევი მხარდაჭერა მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. მათ ერთიანი ევროპისკენ სვლის ხელშეუვალი უფლება აქვთ. ახალი არჩევნები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი […]
ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საბჭოს სტრუქტურა ჩემთვის ცნობილი არ არის – როგორც მესმის, საბჭოში შევა ოთხი კოალიციური ცენტრი და არასამთავრობო სექტორი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოთხი კოალიციური ცენტრი ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე ერთობლივად მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამავე ფორმატში შეჯერდნენ როგორი უნდა იყოს ხელახალი არჩევნები და რა ცვლილებებია საჭირო. „კარგი განხილვის შედეგად შევჯერდით იმაზე, თუ როგორ უნდა […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს. ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო […]
Associated Press – ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა

ჯო ბაიდენმა 40 სიკვდილმისჯილიდან 37-ს სიკვდილის განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩემი კარიერა ძალადობრივი დანაშაულის შემცირებასა და სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის უზრუნველყოფას მივუძღვენი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა უნდა დასრულდეს. „სუფთა სინდისით, არ შემიძლია განზე გავდგე და ახალ ადმინისტრაციას ნება […]
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ!“ – ნიკოლოზ რაჭველი

პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა კიევიდან, ტელეკომპანია “ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ უდიდესი იმედი აქვს პროტესტის მონაწილეები გაიმარჯვებენ. “ევროკავშირის წევრობა არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლისთვის გვინდა, რომელიც უკვე გვაქვს, არამედ ამ ღირებულებების გაფრთხილებისთვის, დაცვისთვის და განმტკიცებისთვის. საოცრად გააცნობიერა საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, ახალმა თაობამ ჯერ კიდევ „რუსული კანონის“ პირველი და მეორე შემოღების პროცესში და […]
“საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სერია A-ს გუნდში გადასვლა რეალურია” – იტალიური მედია

Calcio Genoa იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრებისა და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ 23 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი შეიძლება იანვარში „ჯენოაში“ გადავიდეს. გენუური კლუბის ახალი მფლობელი, რუმინელი დან შუკუ სამშობლოდან შედარებით იაფფასიანი ფეხბურთელების დამატებას აპირებს და პირველ რიგში ეს მექვაბიშვილს ეხება, რომლის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა. აღნიშნულია, რომ ქართველმა ადვილად მოახერხა „უნივერსიტატეაში“ ადაპტირება, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, უცხოური […]