პიტერ სიიარტო – უნგრეთი დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობით ისეთ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება

უნგრეთი აბსოლუტურად დაინტერესებულია რუსეთთან თანამშრომლობის განვითარებით ისეთ სფეროებში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ რუსებთან, რუსეთის მთავრობასთან, რადგან ჩვენ გვაქვს მკაფიო სტრატეგია და პოზიცია, ეს არასდროს დაგვიმალავს და ყოველთვის ღიად ვსაუბრობდით ამაზე : იმ სფეროებში, რომლებსაც სანქციები არ ეხება, […]
ფოიერვერკის გაყიდვის უფლება დღესაც რომ მოგვცენ, წლის გეგმის შესრულებას ვეღარ მოვასწრებთ – “სამი ძმა”

კომპანიის “სამი ძმის” თანადამფუძნებლის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან პიროტექნიკის გაყიდვების აკრძალვამ მათ გაყიდვებზე დიდი გავლენა იქონია. შესაბამისად ისინი გაყიდვების წლიურ გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ამის შესახებ აბელ კაპანაძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ინვენტარიზაციის შემდეგ, რომელიც მხოლოდ პიროტექნიკას შეეხო მათ ფოიერვერკების გაყიდვის უფლება კვლავ არ აქვთ და არც ინფორმაციას ფლობენ, თუ როდის დართავენ […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, გაგარინის, სახოკიას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, შარტავას, ილია ოდიშელიძის გაბრიელ ისაკაძის და ბაჩანა ბრეგვაძის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ […]
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქმა” “ბოსტონ სელტიქსი” მოულოდნელად 108:104 დაამარცხა. “მეჯიქს” ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ. “ორლანდოს” ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. ბითაძე […]
ზელენსკის ცნობით, კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი 3000-ს აჭარბებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, 23 დეკემბერს, საღამოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია […]
ჩეხეთის ელჩი – საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა და პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება. დიპლომატი განმარტავს, რომ პეტრ პაველმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შესთავაზა მხარდაჭერა ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში. შეგახსენებთ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, […]
რა გავლენა აქვს არასტაბილურ ვითარებას გაყიდვებზე – Wishlist-ის შეფასება

როგორც კომპანია Wishlist-ში BMG-ის განუცხადეს, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, დეკემბრის პირველ ორ კვირაში გაყიდვების მკვეთრი კლება დაფიქსირდა. კომპანიის დამფუძნებლის, სალომე ქუთათელაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში გაყიდვები შედარებით დასტაბილურდა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე ვითარება მკვეთრად გამოსწორდეს. „დეკემბრის პირველ ორ კვირაზე რომ ვისაუბროთ, იმ პერიოდში კომპანიებმა, ვინც სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ, გათიშეს ან არც გაუშვეს საახალწლოდ გამზადებული […]
უკრაინულმა დრონებმა სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო აეროდრომ „მილეროვოს” შეუტიეს

უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოსთან მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. მილეროვოს რაიონში აფეთქებები 23 დეკემბერს, ღამით იყო. რუსეთის როსტოვის ოლქი უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს ესაზღვრება. როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა მილეროვოს რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა დაადასტურა. ამასთან, ტელეგრამით გამოქვეყნებულ ცნობებში ის არ ახსენებს სამხედრო აეროდრომს. […]
ისრაელი ადასტურებს, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია განახორციელა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა პირველად აღიარა, რომ ივლისში თეირანში “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია ისრაელმა განახორციელა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ისრაელ კაცმა ეს კომენტარი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, როდესაც პირობა დადო, რომ მათი სამიზნე იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების ხელმძღვანელები იქნებიან. მისი თქმით, ისრაელი ძლიერად დაარტყამს ჰუსიტებს. „როგორც ჩვენ გავაკეთეთ ჰანიესთან, [იაჰია] სინვართან და […]
რუსული მხარის ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოს ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები ისმოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ იური სლიუსარზე, ადგილობრივი მოსახლეობასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სლიუსარის განცხადებით, რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და ქალაქ მილეროვოსთან რვა დრონი ჩამოაგდეს. „ოპერატიული მონაცემებით, არავინ დაშავებულა. ადგილზე შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს სლიუსარი „ტელეგრამ“ არხზე. რუსეთის […]