კახა კალაძე – თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია

თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში მერიის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წელს დედაქალაქში სრულად რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1 000-ზე მეტი ქუჩა. რეაბილიტირებული გზების ფართობი შეადგენს 1 253 046 კვ. მეტრს. „2024 წელს 450 000 კვ. მეტრზე განხორციელდა […]
რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის, მარჩელ ჩოლაკუს მთავრობის შემადგენლობას რუმინეთის პარლამენტში მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა. მანამდე, მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატები, მემარჯვენე ცენტრისტული ლიბერალები და ეთნიკური უნგრული პარტია UDMR-ი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. კოალიცია რუმინეთის პარლამენტში მანდატების 54%-ს აკონტროლებს. რუმინეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ანგელ ტილვარი გააგრძელებს, ხოლო ქვეყნის […]
ბილ კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის ბილ კლინტონი, რომელსაც წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა, ცხელების განვითარების შემდეგ ვაშინგტონის საავადმყოფოში გადაიყვანეს. განცხადება კლინტონის ოფისში გააკეთეს. “პრეზიდენტი კლინტონი დღეს შუადღისას სიცხის მომატების გამო მოათავსეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის”, – დაწერა კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანხელ ურენიამ სოციალურ ქსელ X-ში. მისივე თქმით, “კლინტონი მხნედ არის”. […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული ა.ტ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1988 წელს […]
ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ჩვენი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოყენების, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას – კახა კალაძე

ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ჩვენი მიზანი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად გამოყენების, ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას – კახა კალაძე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია! „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის […]
New York Post: გეი წყვილს, რომელსაც იდეალურ ოჯახად მოჰქონდა თავი, 100-წლიანი პატიმრობა შეეფარდა ნაშვილები ვაჟების გაუპატიურებისთვის

გეი წყვილს ჯორჯიის შტატიდან, რომელიც მათი ორი ნაშვილები ვაჟის სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლეს, სიცოცხლის ბოლომდე გისოსებს მიღმა გატარება მოუწევს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. უოლტონის ოლქის პროკურატურის ცნობით, 34 და 36 წლის უილიამ და ზაქარი ზულოკებს გასულ კვირას 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. „ამ ორმა ბრალდებულმა ნამდვილად შექმნა საშინელებათა სახლი და […]
შსს – დაკავებულია 4 პირი, რომლებიც მოქალაქეებთან უწყების სახელით რეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა და თანხას სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა – მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა, ხოლო თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა. „ორგანიზებული […]
ვაკის რაიონის გამგებელმა საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა

ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საუბარია სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თანამშრომლობაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან, სოციალურ, ასევე კულტურულ, სპორტულ და საბავშვო პროექტებზე. „გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების დეტალების განხილვა დასასვენებელი სივრცეების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდებოდა. გამწვანებული დასასვენებელი სივრცე 11 მისამართზე მოეწყო. სხვადასხვა მისამართზე […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:30 საათისთვის 2.8025 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 11:30 საათისთვის 2.8025 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8029 კურსით დაიწყო. · 1 აშშ დოლარი – 2.8128 ლარი. კურსის ცვლილება -0.46 თეთრი. · 1 ევრო – 2.9236 ლარი. კურსის ცვლილება -0.62 თეთრი; · 1 გირვანქა სტერლინგი – 3.5289 ლარი. კურსის ცვლილება -1.52 თეთრი; · 1 თურქული ლირა – 0.0799 ლარი. ცვლილება -0.01 თეთრი; […]
VW-ის ტოპ მენეჯერები პროფკავშირთან შეთანხმების ფარგლებში ბონუსებზე უარს იტყვიან

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen AG-ის ხელმძღვანელები, პროფკავშირული მოძრაობის ლიდერებთან შეთანხმების ფარგლებში, უარს იტყვიან ბონუსების მიღებაზე – იტყობინება Sueddeutsche Zeitung. დაახლოებით 4 ათასი კომპანიის მენეჯერი უარს იტყვის პრემიებზე 2025 და 2026 წლებში, რაც მათი წლიური შემოსავლის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. პრემიებზე უარის თქმა არის რესტრუქტურიზაციის შეთანხმების ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს Volkswagen-ის ხარჯების შემცირებას მისი ქარხნების დახურვის გარეშე.