“18 წლისას პირველი შვილი მეყოლა… დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?” – კირა ანდრონიკაშვილის განვლილი გზა – Marao

“ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. […]
„ჰეზბოლამ“ ისრაელზე სარაკეტო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები

დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 70 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა. ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰეზბოლამ“ სარაკეტო იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ხაიფაში მდებარე საცხოვრებელ შენობაზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი […]
„სტუდენტური პარლამენტის” წევრები – ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას არალეგიტიმურ პარლამენტთან

ახალი მოწვევის პარლამენტთან უნდობლობის ნიშნად, ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადებას “საქართველოს სტუდენტური პარლამენტის” წევრების განცხადებაშია ნათქვამი. მათი განცხადებით, „ალტერნატიული სახალხო პარლამენტის” შექმნის იდეა საინტერესო ინიციატივად მიაჩნიათ. “გვინდა დეკლარირებულად განვაცხადოთ, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებული „ქართული ოცნების” მიერ. შესაბამისად, პარლამენტი, რომელიც ხვალ შეიკრიბება, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს […]
ჟან-ნოელ ბარო: უკრაინის მხარდაჭერის საკითხში “წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ცნობილია უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერით, აცხადებს, რომ არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ რადიოსადგურ “ბიბისის” განუცხადა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, უკრაინას, რომელიც აგრესორისგან თავდაცვით ომს აწარმოებს, შეუძლია ფრანგული შორსმსროლელი რაკეტების გასროლა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ […]
ქალთა მარშის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნებს ტოვებენ და სკანდირებენ: „წადი“

ქალთა მარშის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ. მარშის მონაწილეები ადგილზე სიმბოლურად ჩემოდნებს ტოვებენ. ჩემოდნებზე წერია: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”. ქალთა მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “წადი, წადი”. მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და […]
ჩემოდნები ივანიშვილისთვის – ქალების მარში თბილისში

თბილისში, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო ქალების მარში. მარშის მონაწილეები ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მიემართებიან. „ბიძინა წადი, მე ვრჩები“, – საპროტესტო მარშზე ქალები ამ სლოგანიანი ჩემოდნებით მივიდნენ და ასე უპასუხეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, შეუძლია უცხოეთში წავიდეს. „თუ ვინმე უნდა წავიდეს საქართველოდან ეს არის პუტინის ბატონყმა ივანიშვილი, ჩვენ აქ ვრჩებით. 12 […]
გახარია საქართველოსთვის: ხვალ 9:00 საათზე პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

პარტია გახარია საქართველოსთვის მხარდამჭერებს ხვალ საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 ნოემბერს 9:00 საათზე პირველი სკოლის მიმდებარედ შეიკრიბებიან. “ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური […]
მოურინიომ რონალდოს “ფენერბაჰჩეში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სტამბოლურ გუნდში კრიშტიანო რონალდოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ეს ინფორმაცია ჭორია და მისი თანამემამულე სტამბოლში მხოლოდ სავახშმოდ თუ ჩამოვა, რადგან აქაურობა აზიას ევროპასთან აკავშირებს. ინფორმაციისთვის, კრიშტიანოს “ალ ნასრისთან” კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, მილიონი ბარელი ნავთობი გადასცა – BBC

მიმდინარე წლის მარტიდან, რუსეთმა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას მილიონ ბარელზე (56 ათასი ტონა) მეტი ნავთობი მიაწოდა. ამის შესახებ „ბიბისი“ ბრიტანული კვლევითი ცენტრის, „Open Source Center“-ის დასკვნებზე დაყრდნობით იუწყება. მკვლევარების აზრით, მოსკოვი ამ ნავთობით ფხენიანს იარაღისა და ცოცხალი სამხედრო ძალის საფასურს უხდის, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებს. ამ მოსაზრებას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამიც იზიარებს. […]
მამუკა ხაზარაძე – მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა – ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული და მოვიპოვებთ

ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება – უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „არანაირი ნიჰილიზმი“, ვინაიდან გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. „ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, […]