“შსს, რაკი თვითონ ვერ ხვდებით, აგიხსნით” – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: შსს, რაკი თვითონ ვერ ხვდებით, აგიხსნით. სტრატეგიული ობიექტის, ანუ პარლამენტის ბლოკირებას, ხვალ აპირებს ოცნების თვითმარქვია ე.წ. დეპუტატები. ოცნების კრიმინალური ბანდის ყოფნა პარლამენტში არის კანონის და კონსტიტუციის დარღვევა. პოლიციის, შსს-ს ვალდებულებაა, აღასრულოს კანონი და უზრუნველყოს პარლამენტის შენობის განთავისუფლება სახელმწიფო დამნაშავეებისაგან. მარტივია ეს, ორჯერ ორი რომ ოთხია ისეთი მარტივი.

18 წ. | ზედიზედ მეექვსედ – საქართველო ევროპაში პირველია!

“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხეს და ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს. გადამწყვეტ მატჩამდე ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა 1/4-ფინალში გერმანიას 67:0, ნახევარფინალში კი ნიდერლანდებს 36:5 მოუგეს. თავის მხრივ ესპანეთმა პირველ ეტაპზე ბელგიას 34:0, ხოლო მეორეზე ჩეხეთს 41:19 სძლია და “უმცროს ბორჯღალოსნებთან” მატჩსაც მობილიზებული შეხვდა, თუმცა ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ფინალშიც დომინირებდნენ და ევროპის […]

დასაქმებულები მეტ ხელფასს ითხოვენ, ბიზნესმა საკითხი თითქმის დახურა

ბიზნესი ანაზღაურებას ვეღარ ზრდის და ვერც კვალიფიციურ კადრებს ასაქმებს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა პროფესიონალები იძულებული არიან ალტერნატიული სამსახური ეძებონ და წავიდნენ ქვეყნიდან. იმისთვის, რომ დანაკლისი შეავსოს, კომპანიებს ხშირად სტუდენტები ან ახალბედა კადრები აჰყავთ სტაჟირებაზე, განსაზღვრული პერიოდით ამუშავებენ და ზოგჯერ ანაზღაურებასაც არ გასცემენ. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, ხალხი სულ უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს, ბიზნესს უკვე ეს არ […]

თბილისში სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები იკრიბებიან და მსვლელობით თსუ-სთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ გაშლილი. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საფრთხე ექმნება, მათ შორის განათლების სფეროს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს საფრთხეშია საქართველოს ევროპული მომავალი და ევროპული განათლება. […]

“საქართველოს სტუდენტური პარლამენტი” ახალი მოწვევის პარლამენტს უნდობლობას უცხადებს და თანამშრომლობას წყვეტს

სტუდენტური პარლამენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს და ახალი მოწვევის პარლამენტთან, უნდობლობის ნიშნად ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. “გვინდა დეკლარირებულად განვაცხადოთ რომ, 2024 წლის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებული „ქართული ოცნების“ მიერ. შესაბამისად პარლამენტი რომელიც შეიკრიბება ხვალ, ამ არჩევნების შედეგების მიხედვით არის არალეგიტიმური. პარლამენტის არალეგიტიმურობა დაადასტურა საქართველოს პრეზიდენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და ქართულმა საზოგადოებამ.ყველა ერთხმად შეთანხმდა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავდა […]

სტუდენტური პარლამენტი, ალტერნატიული პარლამენტის შექმნის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ინიციატივას უერთდება

საქართველოს პარლამენტთან არსებული სტუდენტური პარლამენტის წევრები დღეს “ძლიერი საქართველოს” ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და სიმონ ჯანაშიას შეხვდნენ და ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეა განიხილეს, რაც ქვეყანის კრიზისიდან გამოყვანას და ახალი არჩენების დანიშვნას მოემსახურება. სტუდენტური პარლამენტი მამუკა ხაზარაძის ინიციატოვას უერთდება და სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად ამ საკითხზე კოორდინირებულ მუშაობა აპირებს. “საინტერესეო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან. ისინი წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტთან […]

ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „არსებითად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის კუთხით“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილული საკითხების გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებს შორის კონტაქტები განხორციელდება. გარდა […]

“დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ” – ჯო უილსონი

„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. „მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს. ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც „მეგობარი აქტი“ კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს“, – განაცხადა უილსონმა. „მე პატივს […]

,, შეგნებულად აკეთებენ ისე, რომ არავის მოუნდეს გამოსვლა” – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია: ,,განა არ იციან რატო არ გამოდის ხალხი? შეგნებულად აკეთებენ ისე, რომ არავის მოუნდეს გამოსვლა. სცენას იკავებენ. შემთხვევით, სხვა რომ არ აღმოჩნდეს იქ.”