ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არსებითად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის კუთხით“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილული საკითხების გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებს შორის კონტაქტები განხორციელდება.
გარდა ამისა, კრემლის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ლიდერები რამდენიმე საერთაშორისო თემასაც შეეხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე