პაპუაშვილი თავმჯდომარედ, ვოლსკი, წულუკიანი, წილოსანი – მოადგილეებად დაამტკიცეს

ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი დაამტკიცეს, გია ვოლსკი კი მის პირველ მოადგილედ. პაპუაშვილის მოადგილეებად დაინიშნენ თეა წულუკიანი და ნინო წილოსანიც. ერთპარტიულმა პარლამენტმა სამივე კანდიდატურა ერთხმად, ტაშის ფონზე დაამტკიცა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ მემარჯვენე პოპულისტი ჯორჯესკუ და რეფორმატორი ლასკონი

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვეს ულტრამემარჯვენეთა წარმომადგენელმა კელინ ჯორჯესკუმ და რეფორმატორმა ელენა ლასკონიმ. ისინი მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ხმების დათვლა თითქმის დასრულებულია. 62 წლის ჯორჯესკუ დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მას ამომრჩეველთა 22,95%-მა მისცა ხმა. ლასკონიმ, რომელიც „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერია, 19,17% მოიპოვა. ლასკონიმ უკანასკნელ მომენტში გაუსწრო მოქმედ პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის, PSD-ის ლიდერია. […]

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ, წინაპართა დანატოვარს არად დაგიდევენ

თუ უცხოეთი გეტყვის, „ცალ ფეხზეც უნდა დადგე“, რადიკალურ ოპოზიციაში ამის მთქმელი და ამგვარად მოაზროვნე არაერთი ადამიანია, უცხოეთის ყალბი ელვარებისაგან თვალმოჭრილი ოპონენტები საკუთარ უფალს უგულებელყოფენ – საბედნიეროდ, საქართველოში დადგა დრო, მეტი ფიქრის, განსჯის, წინდახედულობის, მეტი გონიერებისა და შორსმჭვრეტელობის, სიბრძნისა და გამჭრიახობის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას […]

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა. ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს. რაც უფრო დიდია ქვეყანა, რაც მეტი რესურსი და შესაძლებლობა გააჩნია, მით უფრო ქმედითი და ძლიერია მისი გავლენა. თუმცა, ისტორიულადაც და თანამედროვეობაშიც ყველაზე ეფექტურ ძალად შინაური მტერი გამოიყენება – ციხე […]

პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს

XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერები დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი. სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია.

ბათუმის მერია – ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და ნახევარი მილიარდი შეადგინა

ბათუმის საკრებულომ 2025 წლის ბათუმის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიუჯეტის მოცულობა 500 მილიონი ლარია, რაც 2024 წლის სასტარტო ბიუჯეტთან მიმართებით 118 მილიონი ლარით მეტია. „პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაც ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 266 მილიონ 36 ათას 600 ლარი; ეკოლოგია – რეკრეაცია – 42 მილიონ […]

“ზუსტად ასე მკოცნიდა ხელზე ლადო კახაძე…” – რა ფოტოს ავრცელებს ნათელაშვილი

აკაკის თუ დავესესხებით,მოსაკლავი მე ვარ მხოლოდ. ზუსტად ასე მკოცნიდა ხელზე ლადო კახაძე, როდესაც 1998 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გავათრიე, საიდანაც შემდგომ რა თქმა უნდა მიღალატა.

,,აკი გეუბნებოდით ერთმანეთს გაასწრებენ!!!“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ნიკა გვარამიას საზღვარგარეთ გამგზავრებას ასე ეხმაურება: ,,აკი გეუბნებოდით ერთმანეთს გაასწრებენ!!! ბილეთებიც კარგა ხანია ჯიბეში ქონდათ და ხალხს როგორ აგიჟებდნენ….“

23 მლნ ტონა წელიწადში – ყაზახეთი საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტს რეკორდულად გაზრდის

ყაზახეთი წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტს 1,5 მლნ ტონიდან 20 მლნ ტონამდე გაზრდის. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ალმასადამ სათკალიევმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამჟამად ყაზახეთისთვის ბთჯ-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია. „როგორც ჩვენი, ასევე, აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან არის ინტერესი ამ მარშრუტზე ყაზახური ნავთობის მოცულობის განვითარებისა და გეგმაზომიერი ზრდის მიმართ,” – აცხადებს მინისტრი. […]