გამოჯანმრთელებული გოგლიჩიძე “უდინეზესთან” მატჩში სასტარტოშია

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ემპოლი“ „უდინეზეს“ მიიღებს. მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. გოგლიჩიძე იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე მეათე მატჩს ჩაატარებს. მატჩი „კარლო კასტელანიზე“ თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
აწყური-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ96 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჯოზეფ ბორელი – თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს – ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში

რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს , – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგ-პოსტში წერს. ბორელის თქმით, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, განსაკუთრებით ევროპაში, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები კი ევროპამ უკვე ნახა საქართველოსა და მოლდოვაში ვნახეთ. „ეს უკვე ბევრჯერ […]
პარლამენტის სასახლეში 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებათ როგორც ვიზიტორებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. კერძოდ, საპარლამენტო ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები, რაც შეეხება მედიას, პარლამენტის შენობაში მუშაობას […]
კრემლი აშშ-ში რუსეთის ელჩად დარჩიევის დანიშვნას გეგმავს

რუსული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად, კრემლი ალექსანდრე დარჩიევს დანიშნავს. გაზეთმა “კომერსანტმა”, 24 ნოემბერს, ინფორმაცია სამ წყაროზე დაყრდნობით, მათი ვინაობის გამხელის გარეშე გაავრცელა. დარჩიევი გამოცდილი რუსი დიპლომატია. ის, ამჟამად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბოლოს, 2014 წლის ოქტომბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, მან ელჩად კანადაში იმსახურა. დამტკიცების შემთხვევაში, ის შეცვლის ანატოლი ანტონოვს, […]
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ოლაფ შოლცი კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. შოლცის წარდგენას წინ უძღვოდა პარტიის შიგნით ორკვირიანი ინტენსიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, დაეჭირათ თუ არა მხარი მოქმედი კანცლერის მეორე ვადით წარდგენისთვის. პარტიის კანცლერობის ერთ-ერთ კანდიდატურად თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი განიხილებოდა, თუმცა გასულ კვირას პისტორიუსმა განაცხადა, რომ კანცლერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ გეგმავს. მან მხარდაჭერა მოქმედ კანცლერს, […]
როგორ ხედავენ ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ჩინეთის სამომავლო ურთიერთობებს?

ამერიკელი კანონმდებლები, როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში, ფიქრობენ, რომ ჩინეთი ამერიკის მთავარი საფრთხეა და ვაშინგტონმა უფრო მეტი აქცენტი ინდო-წყნარ ოკეანეზე უნდა გააკეთოს. ევროპელ პარტნიორებს კი მოუწოდებენ, საკუთარ თავდაცვაზე უფრო მეტი ხარჯი გაწიონ.
„ეს არის მსოფლიოსთვის იმის მტკიცება, რომ ქართველები კობახიძეებს და პაპუაშვილებს იმსახურებენ, რადგან ხმას აძლევენ ან იტანენ მათ“ – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი: „ზიანი, რომელსაც რუსეთი “ქართული ოცნების” ხელით გვაყენებს, განუზომლად დიდია, ვიდრე “უბრალოდ” ევროკავშირის და ნატოს კარების დაკეტვა და რუსეთის ვასალად ქცევა (რაც თავისთავად ისტორიული მასშტაბის დანაშაულია). ეს არის მსოფლიოსთვის იმის მტკიცება, რომ ქართველები კობახიძეებს და პაპუაშვილებს იმსახურებენ, რადგან ხმას აძლევენ ან იტანენ მათ (რუსეთის მესიჯი მსოფლიოს – “დაიკიდეთ, ეგეთები არიან”). ეს […]
„მთავარი რჩევა ოპოზიციას…“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „მთავარი რჩევა ოპოზიციას, რომელსაც პირველ რიგში არ მიიღებს: დაივიწყეთ ამ ეტაპზე ქუჩა. დაივიწყეთ ამ ეტაპზე ე.წ. დაუმორჩილებლობა. დაივიწყეთ ამ ეტაპზე ბლოკირება და ყველა სხვა ინსტრუმენტი. გააცოცხლეთ პოლიტიკური პროცესი, რომელიც ხელისუფლებამ მოკლა, ოპოზიციამ კი საკონტროლო გასროლით დაასრულა. და… დაუბრუნდით დროისა და სივრცის აღქმას.“
უოლცი: ტრამპი “უკიდურესად შეშფოთებულია” რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციით

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “უკიდურესად შეშფოთებულია” განსხვავებული ტიპის იარაღის გამოყენების ესკალაციის გამო, უკრაინასთან რუსეთის თითქმის სამწლიანი ომის პირობებში – ამბობს ეროვნული უშიშროების მრჩევლის პოსტზე, დონალდ ტრამპის მიერ დასახელებული მაიკლ უოლცი. უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია, რომელმაც კვირას ტელეკომპანია “ფოქსს” უთხრა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე, უკრაინის აღმოსავლეთში ომს, […]