კრემლი აშშ-ში რუსეთის ელჩად დარჩიევის დანიშვნას გეგმავს

რუსული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩად, კრემლი ალექსანდრე დარჩიევს დანიშნავს. გაზეთმა “კომერსანტმა”, 24 ნოემბერს, ინფორმაცია სამ წყაროზე დაყრდნობით, მათი ვინაობის გამხელის გარეშე გაავრცელა.
დარჩიევი გამოცდილი რუსი დიპლომატია. ის, ამჟამად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბოლოს, 2014 წლის ოქტომბრიდან, 2021 წლის იანვრამდე, მან ელჩად კანადაში იმსახურა.
დამტკიცების შემთხვევაში, ის შეცვლის ანატოლი ანტონოვს, რომელსაც ვადა სულ ახლახან, ოქტომბერში ამოეწურა. ახალ ელჩს საქმიანობის დაწყება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაზრდილი დაძაბულობის პერიოდში მოუწევს.
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში, შეერთებული შტატები კიევის მთავარი მხარდამჭერია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. 20 იანვარს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ფიცს დადებს და თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტს დაიკავებს, რუსეთის ელჩს საქმე მის ადმინისტრაციასთან ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს