ირაკლი ქადაგიშვილი – ალბათ, სალომე ზურაბიშვილი თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, პაპუაშვილს, კობახიძეს ძველ თაობად – ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას

ალბათ, [სალომე ზურაბიშვილი] თავის თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს ძველ თაობად – ეტყობა, მას ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საჭიროა ქვეყანაში ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ“. მისი თქმით, სალომე […]
ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის თვეში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი 377,7 მლნ დოლარი გაყიდა აუქციონის გარეშე – ანუ ისე, რომ გაყიდვის დროს ინფორმაცია არ გაავრცელა. აუქციონის გარეშე რეზერვიდან გაყიდული დოლარის შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა 25 დეკემბერს გაასაჯაროვა. ამ დრომდე მხოლოდ 213,4 მლნ დოლარის გაყიდვის შესახებ იყო ცნობილი. გასულ თვეში […]
არაბიკა, ბრაზილიაში ცუდი მოსავლის პროგნოზების ფონზე, 13 წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა

არაბიკას სახეობის ყავის ფასმა ორშაბათს 13 წლის მაქსიმუმს მიაღწია, ბრაზილიაში ყავის მოსავლის სუსტი პროგნოზების ფონზე. არაბიკას ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე – ICE Futures Exchange 1,2%-ით, ფუნტზე 3,0575 დოლარამდე გაიზარდა. იმავდროულად, რობუსტას ფიუჩერსები 4,1%-ით გაიზარდა და 5191 დოლარს მიაღწია ტონაზე. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, ბრაზილიის ყავის მოსავალი 2024/25 წლების მოსავლისთვის იქნება 66,4 მილიონი სტანდარტული 60 […]
GCCA-იმ ,,რუსთავის ავტობაზრობა“ და ,,მიკადო ჯორჯია“ ინფორმაციის არასრულად მოწოდების გამო განმეორებით დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში(GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების – შპს ,,რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. საკითხი ეხება – ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან არასამართლიანად მაღალი ფასის ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან […]
სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“-სტატიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ. სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. „გუდაური თბილისიდან […]
ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს პირველ რიგში, საქართველოს და ქვეყნის კონსტიტუციას

პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით – ვინ იქნება კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას ვერ ვიტყვი, არ ვფლობ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განისაზღვრება. როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ახალი პრეზიდენტის არჩევა ახალ წლამდე მოხდება. „რაც შეეხება ვინ იქნება შემდეგი […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში

ჩემი ვარაუდით, ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით, საგაზაფხულო სესიისთვის შემოვა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით აგორებული კამპანია ჩაუვარდა და ამიტომ ახლა ფიქრობენ, პარლამენტში შევიდნენ და „ქვეყნისათვის არაეფექტური საქმიანობა გააგრძელონ“. „რაც შეეხება ოპოზიციის შემოსვლა-არშემოსვლას, რა თქმა უნდა, ესეც იქნება გარკვეული პოლიტიკური პროცესი, რომელიც […]
Bloomberg – ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadows ათობით რაკეტა ფარულად მიაწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას კიდევ ათობით Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა გაუგზავნა, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწოდება, რომელიც საჯაროდ არ გამოცხადებულა, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. Bloomberg-ის წყაროებმა რაკეტების უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო და მათი რაოდენობა არ დააკონკრეტეს, თუმცა განაცხადეს, რომ რაკეტები იქამდე გაიგზავნა, სანამ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის […]
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარდგენის წესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათი ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის დაკავების აუცილებლობას ადგენდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ არსებობდა პირის სხეულიდან ფსიქოტროპული/ნარკოტიკული საშუალების კვალის გაქრობის/შემცირების საფრთხე, […]
გუდაური, საქართველო – ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ

გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს. „ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“ – სტატიაში საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ. სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. „გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზეა, […]