სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილს მინისტრობას ულოცავს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად [საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არალეგიტიმური] დანიშვნა უკვე მიულოცა და ყოფილ კოლეგასთან თანამშრომლობა მაღალი შეფასება მისცა. ამის შესახებ არარატ მირზოიანმა X-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა. „გილოცავთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ჩვენ ველით მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების, საერთო მიზნების პროგრესისა […]
პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების […]
“გეტყვით, “კვარა” შეცვლის შემდეგ რატომ გაბრაზდა” – იტალიელი კომენტატორი

სერია A-ს მე-13 ტურში “ნაპოლისა” და “რომას” (1:0) მატჩის შემდეგ იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. საქმე ეხება ეპიზოდს, როდესაც “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მატჩის 66-ე წუთზე “კვარა” შეცვალა. ზოგიერთმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ ქართველმა უკმაყოფილება იტალიელი დამრიგებლის მიმართ გამოთქვა. ცნობილი იტალიელი კომენტატორის, რიკარდო მანჩინის თქმით, შემტევი მხოლოდ საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული და […]
ქართულ ოცნებას სურს, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატაროს

ქართულ ოცნებას სურს, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატაროს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგენილებას ქართული ოცნება პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი იქნება. ახალ პრეზიდენტს 5 წლის ვადით უკვე საარჩევნო […]
„ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში“ – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე სოცქსელში წერს: ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში.1. მცდარი მოლოდინების ტყვეობაში ყოფნა.“ვარდების რევოლუციის” ანალოგის ძებნა პოლიტიკური პროტესტებისას. თუ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რევოლუციით უნდა დამთავრდეს. ამ ილუზიების შექმნას ოპოზიციის ერთმა ნაწილმაც შეუწყო ხელი. ახლა მის შედეგებს იმკის.2. “თეთრ რაშზე” ამხედრებული, ერთი გამოკვეთლი ქარიზმატული ლიდერის აუცილებლობა წარმატების მისაღწევად ანუ მოთხოვნა ბელადზე.ბევრი […]
Bloomberg: ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა კიდევ რამდენიმე ათეული რაკეტა Storm Shadow

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას რამდენიმე კვირის წინ გადასცა კიდევ რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. რაკეტების ეს პარტია პირველია, რომელიც ბრიტანეთმა უკრაინას გაუგზავნა პრემიერ-მინისტრად ლეიბორისტი კირ სტარმერის არჩევის შემდეგ. Bloomberg-ის რესპონდენტებმა რაკეტების რაოდენობა და გაგზავნის ზუსტი დრო არ დაასახელეს. სააგენტოს თანახმად, ლონდონმა კიევს რაკეტების ახალი პარტია გადასცა […]
კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად რჩება

სამუშაო ბაზარზე ბიზნეს სექტორი დღეს უამრავ პრობლემას აწყდება. გამოწვევებს შორის არის სამუშაო ძალი დეფიციტი, კვალიფიციური კადრების სიმცირე, მზარდი ანაზღაურების მოთხოვნა და დამატებითი ბენეფიტებით თანამშრომლების უზრუნველყოფა. კვალიფიციური კადრების არარსებობა ბიზნესისთვის რთულად გადასაჭრელ პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ, სექტორის წარმომადგენლები დღეს თავად ცდილობენ თანამშრომელთა გადამზადებას და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. რას აკეთებს ბიზნესი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად? კითხვით ,,კომერსანტმა’’ […]
ირაკლი ქადაგიშვილი – ალბათ, სალომე ზურაბიშვილი თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, პაპუაშვილს, კობახიძეს ძველ თაობად – ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას

ალბათ, [სალომე ზურაბიშვილი] თავის თავს ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო პირობითად, შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს ძველ თაობად – ეტყობა, მას ახალგაზრდული ენერგია აქვს და ცდილობს, ახალი გუნდი შექმნას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საჭიროა ქვეყანაში ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ“. მისი თქმით, სალომე […]
რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს – უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 188 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა 76 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული ძალების მიერ გაშვებული 95 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 5 დრონი კი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა. „26 ნოემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს მტერმა […]
საქართველოს გენერალური პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ ანატოლი გიგაურის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ ანატოლი გიგაურის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული პოლიციელს აქციის მიმდინარეობისას თავს დაესხა. „საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და […]