იოსელიანი: საქართველოს პარლამენტი შეიკრიბა სრულიად ლეგიტიმურად

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის შეკრება “სრულიად ლეგიტიმურია”. ამაზე მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და ირწმუნებოდა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი “ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ნათქვამია, რომ არაუგვიანეს 10 დღეს პარლამენტი უნდა შეიკრიბოს”. “ერთადერთი უწყება, რომლისთვისაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ, ესაა საქართველოს პარლამენტი, რომელსაც წარუდგენთ ანგარიშს. მე არ მესმის თქვენი […]
ქართული ოცნება ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს

ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ქართული ოცნების წევრებისგან შედგება, საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები განიხილება. “28 ნოემბერს, 11 საათზე იქნება ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა, სადაც განიხილება მინისტრობის კანდიდატები, ხოლო 12 საათზე უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და დავამტკიცებთ მთავრობის შემადგენლობას” – […]
ლიეტუვაში ქართულმა სამოყვარულო თეატრმა ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი” გრან-პრის მოიპოვა

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალში – “მასკარადას” მონაწილე ქართულმა სამოყვარულო თეატრმა ნიდერლანდების სამეფოში “ათინათი”, სპექტაკლით “დარისპანის გასაჭირი”, გრან-პრის მოიპოვა. ფესტივალზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მსახიობ ნინო რუხაძეს გადაეცა. „დარისპანის გასაჭირის“ დამდგმელი რეჟისორია ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ გიგი ძიგუა, ნინო რუხაძე, თამარ ქაბზინაძე, ვანო მოსულიშვილი, ანასტასია კოკორისი, ალექსანდრე ნარსია და ნათია ახვლედიანი.
ლევან იოსელიანი – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის აპარატმა კონფერენცია გამართა თემაზე – „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს. ომბუდსმენი მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს. „ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, რატომ 2022 წლის? იმიტომ, რომ იმ საქმეების ანალიზი გავაკეთეთ, […]
3 დღე extra Black Friday-მდე

29 ნოემბერს extra-ზე განსაკუთრებული ფასდაკლებები გეგულება, უკვე გადაწყვიტე რისი შეძენა გინდა? შეთავაზებები რომ არ გამოტოვო, სტატიაში ვრცლად მოგიყვებით თითოეული აქციის შესახებ. 60%მდე +30%+10% საშენო ფასდაკლებები extra ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა, სადაც 150 000-მდე პროდუქტი გეგულება და თითოეულ კატეგორიაში საშუალოდ 60% და მეტი ფასდაკლება დაგხვდება მაღაზიებისგან. თუ თიბისის ბარათით გადაიხდი 30%-ს დაიბრუნებ (მაქს.100ლ), თიბისი კონცეპტის ბარათით […]
„ძლიერი საქართველო“ ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართავენ. გადაწყვეტილება კოალიციის წევრებმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს და შესაბამისი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დიდი ხანია, მიღებული ჰქონდათ, თუმცა ელოდებოდნენ დროს, როცა იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის […]
„აგროსფეროში“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ამოქმედდა

„აგროსფეროში“ მწვანე პარასკევი უკვე დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიუმ ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენას შეღავათიან ფასად შეძლებთ. განსაკუთრებული ფასდაკლებები კი ტრაქტორებზე ამოქმედდა – აქციის პერიოდში ამ კატეგორიის პროდუქციას 7,500-21,500 ლარი დააკლდება.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს

“ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს, 15:00 საათზე მიმართავს
ნიკა მელია – ახალი არჩევნებისთვის საჭიროა: არაღიარების შენარჩუნება მსოფლიოსგან, მანდატების და სიების ჩახსნა ოპოზიციისგან – ეს პროცესი ჯერ არ განხორციელებულა! თუ რამეს უნდა ვითხოვდეთ ოპოზიციისგან, პირველ რიგში, ამას

პროცესის ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არის „ოცნების“ მარტო დატოვება ე.წ. მე-11 მოწვევის პარლამენტში და არა გათითოკაცება და დამნაშავის ძებნა ოპოზიციაში,- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან ახალი არჩევნების მიღწევის რამდენიმეპუნქტიანი გეგმაც წარმოადგინა და აქციების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. „იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნებს, საჭიროა: არაღიარების […]
აჭარის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, 13 ხმით, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულმა უმაღლესმა საბჭომ, პირველ სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს 21 წევრის უფლებამოსილება ცნო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სხდომა უსკოს თავმჯდომარემ – პარმენ ჯალაღონიამ გახსნა და სიტყვა, უმაღლესი საბჭოს უხუცეს წევრს, დავით თედორაძეს გადასცა, რომელიც სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვა. „სხდომაზე აირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და დროებითი სამანდატო კომისიები, რის შემდეგაც უსკოს […]