ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

ახალშეკრებილი, XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უსმენენ. განხილვაში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს. ამ წუთებში პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტები ორ მოსმენას მართავს. კერძოდ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფილურ მინისტრობის […]

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის ერთიანობის მიმართ გამოჩენილი პირადი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. […]

20%-იანი ფასდაკლება გზავნილის სერვისებზე, 25 ნოემბრიდან!

25 ნოემბრიდან, შავ პარასკევთან დაკავშირებით ამანათების გადაზიდვისა და მიწოდების ახალი პლატფორმა Gzavnili.com მომხმარებელს საჰაერო გადაზიდვებზე 20% ფასდაკლებებს სთავაზობს. აქციის პერიოდში 1 კილოგრამის ფასი მხოლოდ $6.4 იქნება. გზავნილი თანამედროვე, მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის მთავარი მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განახლებული სერვისისა და მომსახურების მიწოდებაა, რომელიც ფილიალებში მისვლისა და რიგში დროის დახარჯვის ნაცვლად, თბილისში – 3 […]

სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსზღვრული. „არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, […]

თიბისი ლიზინგის და BMW-ს სპეციალური შეთავაზება – ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20% –

თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის საახალწლოშეთავაზების ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ. შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს. „ ჩვენი და GT Motors-ის პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება […]

CX60 და CX90 – „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. Black fridy-ს ფარგლებში, 25-დან 30 ნოემბრამდე MAZDA CX60-ის შეძენა 39 000$-დან არის შესაძლებელი, ხოლო Mazda CX90-ის – 40 500$-დან. ორივე მოდელი პრემიუმ კლასისაა, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები მუშაობს ბენზინის ძრავაზე, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს წვის შემცირებას, […]

26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება

საქართველო ზეთისხილის ყველა მწარმოებელმა ქვეყანამ გაიცნო. შარშან ჩვენთან წარმოებულმა ზეთისხილის ზეთმა მაღალი ხარისხის გამო, 48 ქვეყნიდან 4 საუკეთესოს შორის დაიმკვიდრა ადგილი. რა განაპირობებს ქართული პროდუქტის ხარისხს? ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გიორგი სვანიძე განმარტავს, რომ საქართველოში არსებული კლიმატი მოსავლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ,,ჩვენი მიწა და კლიმატი ზეთისხილს განვითარების ისეთ საშუალებას აძლევს, რომ მისგან უმაღლესი […]

2025 წლის ევროპის ღვინის ქალაქად ესპანური კარინიენა დასახელდა

ესპანური კარინიენა (Cariñena) 2025 წლის ევროპის ღვინის ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ნათქვამია ღვინის ქალაქების ევროპული ქსელის (Recevin) ვებგვერდზე. La Vanguardia-ს ცნობით, კარინიენა მერმა სერხიო ორტიზმა აღნიშნა, რომ მქალაქი მთელი წლის განმავლობაში უმასპინძლებს რამდენიმე ღონისძიებას და დღესასწაულს, რომლებიც ხელს შეუწყობს ღვინის, როგორც სავიზიტო ბარათის პოპულარიზაციას. Recevin–ი ყოველწლიურად ასახელებს ერთ–ერთ ევროპულ ქალაქს ღვინის ქალაქად. ეს ნიშნავს, რომ […]

ტრამპის მუქარა ჩინეთს, მექსიკასა და კანადას – არჩეული პრეზიდენტი ამ ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებას აანონსებს

აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა პი­რო­ბა დადო, რომ მექ­სი­კი­დან და კა­ნა­დი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ ყვე­ლა პრო­დუქტზე 25%-იანი ტა­რი­ფი და­წეს­დე­ბა, ჩი­ნე­თი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბულ სა­ქო­ნელ­ზე კი 10%-იანი. შესაბამისი ბრძანების ხელმოწერა ტრამპმა 20 იანვრისთვის დააანონსა. “20 იან­ვარს ხელს მო­ვა­წერ აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენტს, რათა და­ვა­კის­რო მექ­სი­კა­სა და კა­ნა­დას 25%-იანი ტა­რი­ფი ყვე­ლა პრო­დუქტზე, რო­მე­ლიც შე­მო­დის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში“, – აღ­ნიშ­ნა ამერიკის არჩეულმა […]

„კასპერსკის ლაბორატორია“ ახდენს KasperskyOS-ით მომუშავე მოწყობილობების ტესტირების პროცესის ავტომატიზირებას

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დაიწყო რობოტული სტენდების საცდელი ფუნქციონირება, რათა ავტომატიზირდეს მოწყობილობების ტესტირება კიბერ-იმუნურ ოპერაციულ სისტემაზე KasperskyOS. ამჟამად მზად არის რობოტის ორი სამუშაო პროტოტიპი, რომელიც ადამიანის თითის მსგავსი აღჭურვილია მანიპულატორით (ტაპსტერი). ისინი ახდენენ მომხმარებლის მოქმედებების სიმულაციას, რაც საშუალებას იძლევა შესწავლილი იქნას მოწყობილობასთან ურთიერთობის გამოცდილება ეკრანის საშუალებით. კომპანია იტყობინება, რომ რობოტი საგრძნობლად აჩქარებს ტესტირებას, ასევე უზრუნველყოფს ადამიანებისთვის მიუწვდომელი […]