პროკურორი აცხადებს, რომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულის, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანატოლი გიგაურის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განმარტებით, ბრალდებულს დაზიანებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია. პროკურორის თქმით, აღნიშნულ გარემოებებზე ბრალდებულმა დღეს ისაუბრა, ფაქტთან დაკავშირებით კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაწყებულია. “საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა როგორც […]
სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი – სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის საქმიანობას და მისდამი ნდობას

25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს – ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის […]
“მერიოტ ბონვოის” ლოიალურობის ქულების დაგროვება სასტუმროში დარჩენის გარეშეც შესაძლებელია

“მერიოტ ბონვოიმ” ლოიალობის პროგრამა გაამარტივა. ამიერიდან ქულების დაგროვება სასტუმროში დარჩენის გარეშე ქსელში შემავალ ნებისმიერ რესტორანსა თუ სპაში გადახდითაც შესაძლებელია. „მერიოტ ბონვოი“ ლოიალურობის პროგრამაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მერიოტის ქსელში შემავალი 30 ბრენდის, 8 900-ზე მეტი სასტუმროს აერთიანებს. აღნიშნულ პროგრამაში რუფტოპ რესტორანი „ათით“, “კრაფტ ჰაუსით“ და სპა „პაუზით“, მონაწილეობს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი.“
ნუტრიმაქსი – უწყვეტი განვითარების 15 წელი

ისტორია 15 წლის წინ, 2009 წელს დაიწყო. როდესაც ენთუზიაზმით სავსე ადამიანების მცირე ჯგუფმა მიზნად დაისახა შეექმნა პირველი ქართული, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ადგილობრივ ბაზარს, ფერმერული მეურნეობების მიმართულებით, მაღალი ხარისხის საკვებით მოამარაგებდა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლიდა. პირველი მცირე წარმოება მალევე შეიქმნა, ხოლო დიდი იდეა კი 6 წელიწადში, პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნით იქცა რეალობად. ამავე პერიოდში […]
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და ახალი ფორმატების ათვისება

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, […]
სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს

პრემიერ – მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ სამთავრობო პროგრამის თანახმად, საქართველო, კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს. სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ – 2025-2028“ ასევე ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იწარმოებს დაბალანსებულად და დამყარებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა […]
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს დაეფუძნება

მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის […]
40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო

„თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს აქციები დაიწყო და ავტომობილის გასამართად კომპანიამ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. ეს ის სეზონია, როდესაც ამინდის მკვეთრად გაუარესებასა და ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ავტომობილის შესაბამისი მომზადება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. Black Friday-ს ფარგლებში განსაკუთრებული აქციით სარგებლობა ავტომობილების მფლობელებს არამხოლოდ ერთი დღით, არამედ მთელი კვირის განმავლობაში შეეძლებათ. 26 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა მოტორსის“ […]
მაკა ბოჭორიშვილი – საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე

საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გასული 4 წელი გამორჩეულად […]
მაკა ბოჭორიშვილი – ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის, თუ 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული წევრობისთვის

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის წარმოადგენს, თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტებზე განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა განცხადებით, საბოლოო შედეგის მიღწევას პარტნიორებთან დიალოგი სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით განხორციელდეს […]