ირანის საგარეო უწყება – მივესალმებით ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულებას

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ ლიბანში აგრესიის დასრულებას მიესალმება, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. „მივესალმებით ახალ ამბავს ლიბანის წინააღმდეგ ისრაელის აგრესიის დასრულების შესახებ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ მისი თქმით, ლიბანის მთავრობის, ერისა და წინააღმდეგობის მიმართ ირანის მხარდაჭერა მტკიცეა. შეგახსენებთ, ისრაელი და […]
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მედია – დევნილი მოსახლეობა სამხრეთ ლიბანისკენ, თავიანთ სახლებში დასაბრუნებლად მიემართება

ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, თავიანთ სახლებში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. ”ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც უსაფრთხოდ იქნება თქვენს სახლებში დაბრუნება”, – განაცხადა ისრაელის სამხედრო პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ. ამ გაფრთხილების მიუხედავად, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, დევნილი მოსახლეობის ნაკადი სამხრეთ ლიბანისკენ დაიძრა. Reuters-ი იუწყება, რომ […]
რუსებმა კიევს დრონებით დაარტყეს, არიან დაშავებულები

რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის განცხადებით, დრონების ნამსხვრევები დაფიქსირდა დედაქალაქის დნეპრის რაიონში. ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინას ე.წ. „კამიკაძე“ დრონებით გუშინ საღამოდან უტევენ, რის გამოც დედაქალაქსა და ქვეყნის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.
ამოქმედდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

დღეს, 27 ნოემბერს ისრაელის და ლიბანის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა აშშ-ის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელსა და ლიბანში მოქმედ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. შეთანხმების ამოქმედებამდე ჰეზბოლამ განაცხადა, რომ დრონებით შეუტია თელ-ავივში, ისრაელის სამხედრო ობიექტებს, ისრაელის არმიამ კი მორიგი ავიადარტყმები განახორციელა ჰეზბოლას ობიექტებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში. 26 ნოემბერს მიღწეული […]
მსოფლიო ლიდერები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ეხმაურებიან

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უზრუნველყოფს ლიბანში სიმშვიდის დასაბრუნებლად საჭირო პირობებს და საფრანგეთი და შეერთებული შტატები იმუშავებენ ცეცხლის შეწყვეტის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ […]
ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს, ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს განათავსებს, „ჰეზბოლას“ ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და მისი სამხედრო […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ლიბანში

ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში – ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მთავრობასა და „ჰეზბოლას“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა. „ვინარჩუნებთ სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას. თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დავესხმებით. თუ საზღვართან ახლოს ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღდგენას შეეცდება, თავს […]
ჯო ბაიდენი – ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰეზბოლა“ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმნენ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნაჯიბ მიქატის. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე შედის ძალაში. „კარგი ამბავი მაქვს ახლო აღმოსავლეთიდან. […]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კაშიას კარგი მატჩი “მილანთან” და “სლოვანის” დასანანი მარცხი [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტური ორი მატჩით დაიწყო. „სლოვანი“ სახლში „მილანთან” დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. მასპინძელთა მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად და შეცდომის გარეშე ითამაშა. „სლოვაკური გუნდი უქულოდაა და ტურნირზე მომდევნო შეხვედრას 11 დეკემბერს მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. „ატლეტიკომ“ გასვლაზე „სპარტა“ 6:0 გაანადგურა. ალვარესმა და კორეამ დუბლები შეასრულეს. სლოვანი – მილანი 2:3 გოლები: 0:1 პულიშიჩი (20), 1:1 ბარსეგიანი […]